ჰელენ ჰანტი
| ჰელენ ჰანტი | |
| დაბადების სახელი | ჰელენ ელიზაბეთ ჰანტი |
| დაბადების ადგილი | კალიფორნია, აშშ |
| დაიბადა | 15 ივნისი, 1963 |
| საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი |
| შემოქმედების წლები | 1973–დღემდე |
| ოსკარი | |
|---|---|
| საუკეთესო მსახიობი ქალი 1997 - უკეთესი არ არსებობს |
|
| ოქროს გლობუსი | |
| საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში 1997 — უკეთესი არ არსებობს |
|
ჰელენ ჰანტი (ინგლ. Helen Hunt, დ. 15 ივნისი, 1963) — ამერიკელი მსახიობი ქალი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი; ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს "ოსკარის" მფლობელი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა ქალაქ კალვერ სიტიში (კალიფორნია). კინოში გადაღება ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა წარმატება მთავარმა როლმა მოუტანა სერიალში "უგონოდ შენგან", რომლისთვისაც ოქროს გლობუსი და ემის ოთხი პრემია მიიღო. ყოველი ახალი სერიისთვის ამ ტელეფილმში მისი ჰონორარი მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა ტელემსახიობისთვის ისტორიაში.
ტელესერიალში წარმატების გამო ის კინოსინჯებზეც მოიწვიეს. მისი როლი რომანტიულ კომედიაში „უკეთესი არ არსებობს" (1997) დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. თუმცა მისმა მომდევნო ნამუშევრებმა არც თუ ისე კარგ შეფასებას დაიმსახურა კინოკრიტიკოსთაგან. 2012 წელს ფილმში The Sessions შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო რამდენიმე ნომინაცია სხვადასხვა ჯილდოზე.
პირადი და ოჯახური ცხოვრება [რედაქტირება]
1999 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობს ჰენკ აზარიას, თუმცა მომდევნო წელს გაშორდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰელენ ჰანტი“ ვიკისაწყობში.- ჰელენ ჰანტი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)