დაბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დაბა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტი. საბჭოთა პერიოდში ფუნქციის მიხედვით განარჩევდნენ მუშათა, საკურორტო, სააგარაკო და სხვა ტიპის დაბებს.
დაბა — ძველი ქართული ტერმინია დასახლებული პუნქტის მნიშვნელობით. დაბა ფუძის შემცველი ბევრი ტოპონიმია საქართველოში: დაბა (ბორჯომი), ახალდაბა (ოჩამჩირე, შუახევი, ახმეტა, ტყიბული, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, ახალგორი), ყველდაბა (ახალგორი), დაბაძველი (ბორჯომი, ტყიბული, შუახევი), გარდაბანი („გარე დაბანი“), უდაბნო (ე. ი. დაუსახლებელი ადგილი) და სხვა.
სვანურ ენაში შესატყვისი ტერმინი — „დაბ“, ხნულს ნიშნავს. როგორც ჩანს, თავდაპირველად დაბა იხმარებოდა დამუშავებული მიწის, ნახნავის მნიშვნელობით.
სტატიის