გორის მუნიციპალიტეტი
| გორის მუნიციპალიტეტი | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | |
|---|---|
| რეგიონი | |
| დეპუტატი პარლამენტში |
მალხაზ ვახტანგაშვილი |
| სიმჭიდროვე |
146.7 [1] კაცი/კმ² |
| ფართობი |
2327.2 კმ² |
| მოსახლეობის რაოდენობა |
148.900 კაცი (2006 წელი) |
| ეროვნება |
ქართველები 93.2% |
გორის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ გორის რაიონს მიეკუთვნა ყოფილი ცხინვალის რაიონის ტერიტორია. რაიონული ცენტრია ქალაქი გორი.
სექციების სია |
ბუნება [რედაქტირება]
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ტერიტორია — 2320 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 640 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.
მოსახლეობა [რედაქტირება]
მოსახლეობის რიცხოვნობა — 150 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 68 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 144 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 143 სოფელი.
მმართველობა [რედაქტირება]
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო — 2: გორი, ცხინვალი;
- თემის საკრებულო — 34: ატენის (ბნავისი, გარდატენი, დეგეულა, დიდი ატენი, დრე, ზემო ქსოვრისი, იკვნევი, ოლოზი, პატარა ატენი, ღვარები, ღვედრეთი, წედისი, ჭეჭელაანთუბანი, ხანდისი, ჯებირი), არცევის (აძვისთავი, გოიათა, ვალითა, ზემო ოტრევი, იკორთა, ნოგყაუ, პანტნაური, ქარჩითი, ქვემო ოტრევი, ჩხარაული), ახალუბნის (აძვი, ახრისი, მუმლაანთკარი, ქვემო არცევი, ქვეში, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი), ბელოთის (ალბირი, აწრისხევი, ბისოითა, ქნოღო, გოზო, ელტურა, ზემო ზონკარი, ინაური, ლაცაური, მალძიგათა, ქვემო ზონკარი, შამბიეთი, შულაური, ხადურიანთკარი, ხოშური), ბერბუკის (ზემო რეხა, თორტიზა, სვენეთი, ქვემო რეხა, ხელთუბანი), ბერულის (არგვიცი, ერედვი, ზემო ფრისი, მამისაანთუბანი, ფრისი), ბიყარის (არდისი, არკინარეთი, ახალისა, ბენდერი, დვალიანთკარი, ზემო ბიყარი, ზემო ვილდა, ისროლისხევი, ქვემო ბიყარი, ქვემო ვილდა, ქვემო მახისი, შუა მახისი, წიფორი, ჭალისუბანი), ბოშურის (ბიისი, ბობნევი, გაგლუანთუბანი, გაიჩაანთუბანი, ზემო ბოშური, თხინალა, იფნარა, ლევიტანა, ორმოცი, ტუსრები, ფეტვისხევი, ქვემო ბოშური, ყველაანთუბანი), გერის (გერი, გუდისი, კლარსი, მარალეთი, მიფარეთი, საბოლოკე, ღვრია, შელეური,წიარა) დიცის (არბო, ქორდი), ვანათის (გუჩმასთა, დიდხევი, ზემო სარაბუკი, თლიაყანა, კოხათი, მარმაზეთი, ორტევი , საცხენეთი, ქვემო სარაბუკი, ღორტევი, ძიყი, წყალწმინდა, ჯოჯიანი), ვარიანის (არაშენდა, ახალდაბა, საქაშეთი), ზეღდულეთის (ახალშენი, ბერშუეთი, ზემო სობისი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი), კარალეთის (დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი), მერეთის (გუგუტიანთაკარი, ზარდიანთკარი, კარბი, კოშკა, ქერე), მეჯვრისხევის (დიდი მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხითი, მეჯუდისპირი, პატარა მეჯვრისხევი), მღებრიანის (ბორცვანა, დიდი წერეთი, დიდი ჭვარები, ოქიანი, პატარა წერეთი, პატარა ჭვარები, პიტნარა, სახორცე, ტამი, ჭანჭახა), ნიქოზის (ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ნიქოზი), საყავრის (გულხანდისი, დიდთავი, ზემო ახალსოფელი, ლული, ნადარბაზი, ფელი, ფიცესი, წითელწყარო), სკრის (ახალხიზა, დიდი გორიჯვარი, კოშკები, პატარა გორიჯვარი, ქვემო რიეთი), ტინისხიდის (თედოწმინდა, ოთარშენი), ტირძნისის (ბროწლეთი, ერგნეთი, თერგვისი, მეღვრეკისი, მარანა), ტყვიავის (ფლავი, ფლავისმანი), ქემერტის (ანდისი, ზალდა, მამითა, საბაწმინდა, სვერი, ქირწინა, ძარწემი, ჭალისუბანი, ხეითი), ქვახვრელის (ავკვეთი, ველეები, უფლისციხე), ქსუისის (ბერიჯვარი, დისევი, დმენისი, ზემო კორკულა, ზემო სნეკვი, ზემო ქერე, კულბითი, ნანიაური, სათიხარი, ქვემო კორკულა, ჭარები, ხელჩუა, ხუგასთა), ქურთის (გუჯაბაური, ზემო აჩაბეთი, ზემო მონასტერი, თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ქვემო მონასტერი), ღრომის (ანდორეთი, ახსარგინა, ბიეთი, დიდი ღრომი, ზემო გორეთი, ზემო ქლივანა, თელაგინა, ივრეთი, ნიში, პატარა ღრომი, საკვირეთი, ქვემო გორეთი, ქვემო ქლივანა, ჯვარეთი), შავშვების (ახალი ხურვალეთი, დიდი ხურვალეთი, ნადარბაზევი, ნაწრეტი, პატარა ხურვალეთი, ქვემო შავშვები, შავშვები, წითელუბანი), შინდისის (ფხვენისი, ქვემო ხვითი, ყელქცეული), ძარის (ბრილი, გარდანთა, დამპალეთი, ზემო დოდოთი, კვერნეთი, მებრუნე, რუსთავი, ქვემო დოდოთი, ჩელეხსათა, ჯაბიტა) ძევერის (სათემო, ქიწნისი, შერთული), ხეთაგუროვის (ბაგატა, გალუანთა, თიბილაანი, კროზა, კუსირეთი, ტბეთი, ქვასათალი, ღრუბელა, ხოდი), ხიდისთავის.
ეკონომიკა [რედაქტირება]
რაიონში რამდენიმე სამრეწველო დაწესებულება ფუნქციონირებდა: გორის ბამბეულის და საკონსერვო კომბინატები, ღვინის ქარხანა, ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი, ყველ-კარაქის ქარხანა და სხვა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღჩეობა, მოჰყავთ ასევე მარცვლეული კულტურები და ყურძენი. რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი,ევროპის ავტომაგისტრალი E60 და სხვა საავტომობილო გზები.
კულტურა [რედაქტირება]
რაიონში 101 სახელმწიფო და 5 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გორი-ცხინვალის ფილიალი), 85 ბიბლიოთეკა, 5 თეატრი და 6 მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობანი [რედაქტირება]
გორის რაიონში ისტორიისა და კულტურის მრავალი ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ატენის სიონის ტაძარი (მე-7 ს.) და კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი უფლისციხე.
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||