ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბრილი.
სოფელი
ბრილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°04′32″ ჩ. გ. 43°36′32″ ა. გ. / 42.07556° ჩ. გ. 43.60889° ა. გ. / 42.07556; 43.60889
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 313[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

ბრილისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ბურნეულის (ჭერათხევის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 750 მეტრი, ხაშურიდან 24 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 156 კომლი, სულ 468 ადამიანი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 475 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 313 კაცი, საიდანაც 158 მამაკაცია, ხოლო 155 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[3][4] 470
2014[1] 313

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ბრილში ნაპოვნია X საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ნიმუში „ბრილის ჯვარი“, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. სოფელი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით: ეკლესია ბერისა, სომხების საყდარი, ქვაბთაკერის წმინდა ნინოს ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია და ფერისცვალების ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 481.
  • ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ. გვ. 76

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.