დიდი ფლევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიდი ფლევი

დიდი ფლევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ფლევი
კოორდინატები 42°04′23″ ჩ. გ. 43°41′49″ ა. გ. / 42.07306° ჩ. გ. 43.69694° ა. გ. / 42.07306; 43.69694
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 390[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდი ფლევი — საქართველო
დიდი ფლევი
დიდი ფლევი — შიდა ქართლი
დიდი ფლევი
დიდი ფლევი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
დიდი ფლევი

დიდი ფლევისოფელი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფლევის თემის ცენტრი (სოფლები: ნაცარგორა, პატარა ფლევი, ტკოცა). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ხაშურიდან 21 კილომეტრი, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კილომეტრი.

ფლევში მდებარეობს წმ. გიორგის (XIX ს-ის ბოლო), ღვთისმშობლისა (VIII-IX სს.) და წმ. გიორგის (განვითარებული ფეოდალური ხანა) ეკლესიები.[2]

ფლევში სახლობენ გვარები: გელაშვილი, დეკანოიძე, კაპანაძე, კვესაძე, ლომიძე, მთიულიშვილი, ნოზაძე, რაზმაძე, საძაგლიშვილი, ტეფნაძე, ხარაზიშვილი, (დიდი ფლევი), არსენიძე, ბუხრიკიძე (ბუცხრიკიძე), გაჩეჩილაძე, გელაშვილი, თაბუაშვილი, თედიაშვილი, ივანიშვილი, კილასონია, ლომიძე, ტაბატაძე, ტეფნაძე, შუბითიძე, ჩიქოვანი, ციცქიშვილი, ხარაზიშვილი (პატარა ფლევი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ახალი და ზემო ფლევი. ერთ-ერთი უძველესი სოფელია. თავდაპირველად ფლევი ამირეჯიბების მამული იყო. ქუცნა ამირეჯიბმა იგი ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა: „აქაურის წისქვილისათვის ფლეველთ თითო კოდი პური, თითო კოკა ღვინო სააღაპოდ“. მოგვიანებით იგი ბაგრატიონ-დავითიშვილების მამულია. მათ 1527-1556 წლებში იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ნებართვით და ირანის შაჰის თამაზისაგან მიღებული ოქრო-ვერცხლით სხვა სოფლებთან ერთად შეიძინეს ფლევი. ბაგრატიონ-დავითაშვილები აქ XX საუკუნემდე სახლობდნენ.

სახელწოდება ნაწარმოებია -ევ სუფიქსის მეშვეობით, -ი სახელობითი ბრუნვის ნიაშანია, ხოლო ფუძეა „ფლ“, ტოპონიმი ფლევი უნდა მომდინარეობდეს ფლვა ლექსემისაგან. ამავე ლექსემისგან უნდა იყოს ნაწარმოები სახელწოდება ფლავი (გორის მუნიციპალიტეტი).

საბჭოთა პერიოდში ფლევში მოქმედებდა მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 530 ადამიანი.[3] 2014 წელს სოფელში ცხოვრობს 390 კაცი, საიდანაც 194 მამაკაცია, ხოლო 196 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[4][5] 530
2014[1] 390

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 422.
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ფლევის ტერიტორიული ორგანო/ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-20. ციტირების თარიღი: 2013-07-19.
  3. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.