სულა სურამელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სულა სურამელი, XIII საუკუნის I მეოთხედში მოღვაწე ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი. ქართლის ერისთავ რატი I სურამელის ძე. მამის შემდეგ თვით გახდა ქართლის ერისთავი. ლაშა-გიორგი სიგელის ცნობით, ქვათახევის მონასტერს შესწირა სოფ. სუელნეთი. მისი ვაჟი იყო ქართლის ერისთავი და მსახურთუხუცესი გრიგოლ სურამელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]