დიდი თხინალა
დიდი თხინალა — ნასოფლარი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხცისის თემი), მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ძამის წყალგამყოფის - ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ხაშურიდან 11 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 8 კომლი, სულ 18 ადამიანი. სოფლის სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის ეკლესია.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1886 წლის აღწერით, დიდ თხინალაში 22 კომლი მოსახლე სახლობს (119 კაცი და 153 ქალი, სულ 346 კაცი). ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მოსახლეობა მთლიანად ოსურია. დიდი თხინალა, როგორც სოფელი, მოიშალა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.[2]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 416.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 16, 22 აპრილი, 2019, გვ., 3