პატარა სატივე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პატარა სატივე.
სოფელი
პატარა სატივე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°01′09″ ჩ. გ. 43°41′20″ ა. გ. / 42.01917° ჩ. გ. 43.68889° ა. გ. / 42.01917; 43.68889
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 68[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
რუსები 1,5 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
პატარა სატივე — საქართველო
პატარა სატივე
პატარა სატივე — შიდა ქართლი
პატარა სატივე
პატარა სატივე — ხაშურის მუნიციპალიტეტი
პატარა სატივე

პატარა სატივესოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 750 მეტრი, ხაშურიდან 16 კმ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 90 ადამიანი.[3] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 68 კაცი, საიდანაც 36 მამაკაცია, ხოლო 32 ქალი.[4]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[5][6] 90
2014[4] 68

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ტივისაგან. გადმოცემით აქ ტივების სადგომი ყოფილა.[7] სატივე თავად ამირეჯიბების კუთვნილი მამული იყო. შემდგომში კი ბაგრატიონ-დავითაშვილების ხელში გადავიდა.[8]

არსებობს როსტომ მეფის 1634 წლის 23 ოქტომბრის დოკუმენტი, სადაც მოხსენებულია სოფელი სატივე. ბაგრატიონ-დავითაშვილების ოჯახი ფცაში ცხოვრობდა და ხშირად ჩამოდიოდნენ სატივეში. მათვე გამოუყვანიათ სოფელში წყარო, რომელიც დღესაც მოქმედებს და ხალხი „ბატონიანთ წყაროს“ უწოდებს.

როგორც ირკვევა სამეფო კარისგან გარკვეული დახმარება და ღონისძიებები გატარდა სატივის გასაცოცხლებლად. ერეკლე მეფე ბრძანებს: „ჩვენი ბრძანება არის, ვინც სატივეს დგახართ მერმე თქვენი მორიგე და სურსათი გვიპატიებია... ღმერთმა ნუ ქნას, თუ დაგჭირდებათ, ჯარს მოგახმართ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 709.
  • ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ.
  • ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  4. 4.0 4.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  5. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  6. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  7. ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ. გვ. 66
  8. ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ. გვ. 67