სურამის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამაღლების ეკლესია

სურამის ამაღლების ეკლესიატაძარი დგას დაბა სურამის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ე.წ. კვართისას მთაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,7X5,9 მეტრი), ნაგებია ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე ლილვებით გამოყვანილი ჯვარია. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6807