კასპის მუნიციპალიტეტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასპის მუნიციპალიტეტი
SK-Kaspi-ka.svg

კასპის მუნიციპალიტეტი  დროშა კასპის მუნიციპალიტეტი გერბი

რეგიონი

შიდა ქართლის მხარე

დეპუტატი პარლამენტში

კობა კურდღელაშვილი

სიმჭიდროვე

65 [1] კაცი/კმ²

ფართობი

803.2 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

52.100 კაცი (2006)

ეროვნება

ქართველები 83.3%
აზერბაიჯანელები 8.4%
ოსები 7.5%
სომხები 0.4%
რუსები 0.3%[2]

კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

კასპის მუნიციპალიტეტი არის ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. რაიონული ცენტრია ქალაქი კასპი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის ორივე მხარეს. ტერიტორია - 802 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 360 კვ.კმ. ჩრდილოეთითი მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.

[რედაქტირება] მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 48 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 61 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 71 სოფელი.

[რედაქტირება] მმართველობა

რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

[რედაქტირება] ეკონომიკა

რაიონში შემდეგი სამრეწველო საწარმოები იყო: კასპის ცემენტის ქარხანა, მეტეხის საშენ მასალათა კომბინატი, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოები, ღვინის და საკონსერვო ქარხნები. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული. რაიონს კვეთს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

[რედაქტირება] კულტურა

რაიონში 49 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული და 1 უმაღლესი სასწავლებელი, 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 2 მუზეუმი. (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ი.ჯავახიშვილის სახ. მუზეუმი ხოვლეში).

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

რაიონში არქიტექტურის და კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლია: რკონის კომპლექსი, სამთავისის ტაძარი, სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი, ქვათახევის, მეტეხის, ახალქალაქის კომპლექსები და სხვა.

[რედაქტირება] სქოლიო



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე