საქართველოს რკინიგზა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს რკინიგზა
საქ. რკინიგზის ლოგო
მატარებლები ამჟამად
ლიანდაგის სიგანე 1520 მმ
მაქს. ქანობი 37 %
მინ. რადიუსი 160 მ
გვირაბები 45
ხიდები 1714
გაშლილი სიგრძე 1879 კმ
საექსპლ. სიგრძე 1575 კმ
ორლიანდაგიანი ხაზები 290 კმ
ერთლიანდაგიანი ხაზები 1285 კმ
ვიწროლიანდაგიანი 37 კმ
წევის სახეობა მუდმივი დენი
3300 V

საქართველოს რკინიგზა შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას.

სექციების სია

შექმნის ისტორია [რედაქტირება]

ორი კონტინენტის სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეა XIX საუკუნის 30-ან წლებში გაჩნდა, მისი განხორციელება კი 1865 წელს დაიწყო. 1871 წ. ფოთი-ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ“.

ამ დღიდან დაწყებული, საქართველოს რკინიგზის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შენდება რკინიგზის ხაზის განშტოებები: რიონი-ქუთაისი (1877 წ.), რიონი-ტყიბული (1887 წ.) და ზესტაფონი-ჭიათურა (1895 წ.). 1890 წლის 16 სექტემბერს დასრულდა წიფის ორლიანდაგიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც იმ დროისათვის უნიკალურ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს რკინიგზის მშენებლობის მეორე ეტაპს განეკუთვნება თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზი, რომელიც 1883 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ამ მოვლენამ შავი ზღვის საშუალებით, კერძოდ კი ბათუმის პორტიდან, აზერბაიჯანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს ჩაუყარა საფუძველი. 1899 წელს გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა საქართველოსა და სომხეთს შორის.

განვითარება [რედაქტირება]

თბილისის რკინიგზის სადგური, ფოტო დაახ. 1900

ბორჯომის ხეობა ყოველთვის წარმოადგენდა განსაკუთრებული ინტერესის საგანს, რასაც მისი საკურორტო თვისებები და მსოფლიოში ცნობილი მინერალური წყალი „ბორჯომი“განაპირობებდა. ჯერ კიდევ 1894 წელს აშენდა ხაშური-ბორჯომის სარკინიგზო უბანი, რასაც 1902 წელს დაემატა ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს დღესაც ემსახურება.

საქართველოს რკინიგზა
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exCONTg BSicon .svg
რუსეთის ჩრდილოეთი
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exGRENZE BSicon .svg
0.0 რუსეთის სახელმწიფო საზღვარი Flag of Russia.svg[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exHST BSicon .svg
გაგრა[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exHST BSicon .svg
გუდაუთა[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exHST BSicon .svg
ახალი ათონი[1]
BSicon .svg BSicon .svg exBOOT exBHF exFLUG
0.0 სოხუმი[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exHST BSicon .svg
გულრიფში[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exABZrg exKHSTr
ტყვარჩელი[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exHST BSicon .svg
ოჩამჩირე[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exHST BSicon .svg
გალი[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exSTR KHSTa
ჯვარი
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg exGRENZE STR
0.0 აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი Flag of Abkhazia.svg[1]
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg STR HST
ზუგდიდი
BSicon .svg BSicon .svg BSicon .svg STRlf ABZlg
BSicon .svg BSicon .svg BOOT BSicon .svg STR
ფოთის პორტი -კავშირი შავ ზღვასთან
BSicon .svg BSicon .svg KBHFa FLUG STR
0.0 ფოთი
BOOT BSicon .svg STR BSicon .svg STR
ბათუმის პორტი -კავშირი შავ ზღვასთან
KBHFa FLUG STR BSicon .svg STR
0.0 ბათუმი
STR BSicon .svg ABZgl+l HSTq STRrf
0.0 ხობი
HST BSicon .svg STR BSicon .svg BSicon .svg
0.0 ქობულეთი
eGRENZE BSicon .svg STR BSicon .svg BSicon .svg
0.0 აჭარის ადმინისტრაციული საზღვარი Flag of Adjara.svg
STR BSicon .svg BHF BSicon .svg BSicon .svg
0.0 სენაკი
ABZfg HSTq ABZlg BSicon .svg BSicon .svg
STR BSicon .svg BHF BSicon .svg BSicon .svg
0.0 სამტრედია
KHSTe BSicon .svg STR BSicon .svg BSicon .svg
ოზურგეთი
BSicon .svg BSicon .svg STR BSicon .svg KHSTa
წყალტუბო
BSicon .svg BSicon .svg ABZgl+l BHFq ABZgf
0.0 ქუთაისი
BSicon .svg BSicon .svg STR BSicon .svg KHSTe
ტყიბული
BSicon .svg KHSTa STR BSicon .svg BSicon .svg
ვალე
BSicon .svg STR BHF BSicon .svg BSicon .svg
0.0 ზესტაფონი
BSicon .svg HST STR BSicon .svg BSicon .svg
ახალციხე
BSicon .svg STR ABZlf KHSTr BSicon .svg
ჭიათურა
BSicon .svg HST STR BSicon .svg BSicon .svg
აწყური
uCPICla CPICr STR BSicon .svg BSicon .svg
ბორჯომი
uKHSTe STRlf ABZlg BSicon .svg BSicon .svg
ბაკურიანი
BSicon .svg BSicon .svg ABZgl+l STRlg BSicon .svg
BSicon .svg BSicon .svg STR STR BSicon .svg
BSicon .svg BSicon .svg STR KBHFe BSicon .svg
ცხინვალი[2]
BSicon .svg BSicon .svg BHF BSicon .svg BSicon .svg
0.0 ხაშური
BSicon .svg BSicon .svg BHF BSicon .svg BSicon .svg
0.0 გორი
BSicon .svg BSicon .svg STR BSicon .svg KHSTa
თელავი
BSicon .svg FLUG HST BSicon .svg STR
0.0 თბილისი
KHSTa BSicon .svg STR BSicon .svg STR
კაზრეთი
STR BSicon .svg STR BSicon .svg HST
გურჯაანი
HST BSicon .svg ABZlf ABZ3lg ABZgf
ბოლნისი
ABZfg HSTq ABZrf STR STR
0.0 მარნეული
STR BSicon .svg STR STR KHSTe
წნორი
STR BSicon .svg HST STR BSicon .svg
0.0 რუსთავი
STR BSicon .svg STR KHSTe BSicon .svg
დედოფლისწყარო
eGRENZE BSicon .svg STR BSicon .svg BSicon .svg
0.0 სომხეთის სახელმწიფო საზღვარი Flag of Armenia.svg
STR BSicon .svg eGRENZE BSicon .svg BSicon .svg
0.0 აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი Flag of Azerbaijan.svg
BHF BSicon .svg STR BSicon .svg BSicon .svg
ვანაძორი
STR BSicon .svg BHF BSicon .svg BSicon .svg
0.0 აღსტაფა
CONTf BSicon .svg STR BSicon .svg BSicon .svg
აზერბაიჯანის სამხრეთით
BSicon .svg BSicon .svg CONTf BSicon .svg BSicon .svg
კასპიის ზღვისკენ

კახეთის სარკინიგზო ხაზმა, რომლის მშენებლობა 1915 წელს დასრულდა, საქვეყნოდ ცნობილი ღვინოების („მუკუზანი“, „წინანდალი“, „რქაწითელი“, „მანავის მწვანე“და სხვ.) მწარმოებელი რაიონები მოიცვა. 1923 წელს „ფერლის“ სერიის ელმავლები „ე“ და „სუ“ სერიის ორთქმავლებით შეიცვალა. სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციასთან ერთად, ექსპლოატაციაში შემოვიდა „ჯენერალ ელექტრიკის“ ფირმის „ს-10“ სერიის ელმავლები.

1932 წელს ხაშურში აშენდა პირველი საელმავლო დეპო, სადაც „ვლ-19“ სერიის პირველმა საბჭოთა ელმავალმა გამოცდა გაიარა. ამჟამად ეს პირველი ელმავალი ხაშურის სადგურში, კვარცხლბეკზეა დამონტაჟებული. საქართველოს რკინიგზის ისტორიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი 1932 წლის 16 აგვისტოა, ამ დღეს — საბჭოთა კავშირში პირველად — სურამის უღელტეხილზე პირველმა ელმავალმა გაიარა. ამ დღიდან დაიწყო სარკინიგზო უბნების ელექტრულ წევაზე ეტაპობრივი გადასვლის პროცესი, რაც 1967 წლის ნოემბერში იქნა დასრულებული. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგია ის, რომ მოხდა საქართველოს რკინიგზის ყველა უბანის, მათ შორის ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ხაზის ელექტროფიცირება.

1974 წლიდან რკინიგზაზე მოძრაობას იწყებს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მიერ გამოშვებული თანამედროვე „ვლ-10“ და „ვლ-11“ სერიის ელმავლები.

ქვეყნის მრეწველობისა და აგრარული მეურნეობის წამყვანი დარგების: მევენახეობა-მებაღეობის, მეციტრუსეობის, მეჩაიეობის სწრაფ განვითარებას ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობა მოჰყვა. ეს იყო ნატანები-ოზურგეთი (1924 წ.), ბროწეულა-წყალტუბო (1935 წ.), სენაკი-ინგირი-გალი (1930 წ.), გალი-ოჩამჩირე-სოხუმი (1938 წ.), გორი-ცხინვალი (1940 წ.).

მეორე მსოფლიო ომის დროს დაწყებულმა სოხუმი-ადლერის რკინიგზის ხაზის მშენებლობამ საქართველოს რკინიგზა რუსეთის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირა. ეს მშენებლობა 1949 წელს დასრულდა. 1946—1949 წწ. კავშირგაბმულობის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის განვითარების ხანაა — პრაქტიკაში ინერგება ავტომატური ბლოკირების, ისრებისა და გორაკის ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები, სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირები.

1986 წლის 31 დეკემბერს დამთავრდა მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.

საქართველოს რთულმა გეოგრაფიულმა რელიეფმა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა განაპირობა, მათი რიცხვი 3700-ს აღემატება, საერთო სიგრძე კი 108 კილომეტრია.

ამჟამად [რედაქტირება]

საქართველოს რკინიგზა ახორციელებს "თბილისის შემოვლითი რკინიგზის" პროექტს

სქოლიო [რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 სარკინიგზო ხაზი მდინარე ფსოუდან მდინარე ენგურამდე საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ კონტროლდება და მას ექსპლუატაციას უწევს აფხაზეთის რკინიგზა.
  2. სარკინიგზო ხაზი ნიქოზიდან ცხინვალამდე ვერ კონტროლდებოდა საქართველოს რკინიგზის მიერ და დაიკეტა.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: