ბორის აკუნინი
| გრიგოლ ჩხარტიშვილი | |
![]() |
|
| ფსევდონიმი: |
ბორის აკუნინი |
|---|---|
| დაბადების თარიღი: | |
| დაბადების ადგილი: | |
| ეროვნება: | |
| საქმიანობა: | |
| პერიოდი : |
1991– |
| თემატიკა: |
ინტელექტუალური დეტექტივი |
| მიმდინარეობა: | |
| Magnum opus: |
„ერასტ ფანდორინის თავგადასავალი“ (ცხრა რომანი და მოთხრობები) |
| ჟანრი: | |
|
გავლენა მოახდინა
|
|
|
გავლენა მოახდინეს
|
|
ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილი) (დ. 20 მაისი, 1956, ზესტაფონი, საქართველო) — მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი. მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, საქართველოში, ოფიცერ-არტილერისტ შალვა ჩხარტიშვილისა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ბერტა ისააკის ასულ ბრაზინსკის ოჯახში.
1958 წელს ჩხარტიშვილების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში (რუსეთი) გადავიდა. გრიგორიმ 1973 წელს მოსკოვის 36-ე ინგლისური სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. აქვს ისტორიკოს–იაპონიისმცოდნის დიპლომი. თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას ინგლისური და იაპონური ენებიდან რუსულზე. ჩხარტიშვილის თარგმანით გამოცემულია შემდგომი ავტორების ნაწარმოებები: იუკიო მისიმა, კენძი მარუიამა, მასაჰიკო სიმადა, კობო აბე, ცინიიტი ჰოსი, ტაკეში კაიკო.
მუშაობდა ჟურნალ «Иностранная литература»–ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1999-2000). მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული „იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია“.
1998 წლიდან გრიგოლ ჩხარტიშვილი ლიტერატურულ შემოქმედებას ეწევა ფსევდონიმით ბორის აკუნინი. იაპონურ სიტყვას აკუნინი (იაპ. 悪人) ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება. დაახლოებით ითარგმნება, როგორც "ავკაცი", „ბოროტი ადამიანი“, „ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს“. კრიტიკულ და დოკუმენტურ შრომებს აქვეყნებს ნამდვილი სახელითა და გვარით.
2009 წლის 29 აპრილს ბორის აკუნინი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა. 2009 წლის 10 აგვისტოს რუსეთსა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა.
პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ–დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.
[რედაქტირება] შემოქმედება
„მწერალი და თვითმკვლელობა“, 2001
[რედაქტირება] ერასტ ფანდორინის თავგადასავალი
- აზაზელი
- თურქული გამბიტი
- ლევიათანი
- აქილევსის სიკვდილი
- ყვავის ვალეტი
- დეკორატორი
- სამოქალაქო მრჩეველი
- მეფედ კურთხევა, ანუ ბოლო რომანებიდან
- სიკვდილის მიჯნური ქალი
- სიკვდილის მიჯნური კაცი
- ალმასის ეტლი
[რედაქტირება] ნიკოლას ფანდორინის თავგადასავალი
[რედაქტირება] პელაგია
[რედაქტირება] ეკრანიზაცია
- აზაზელი
- თურქული გამბიტი
- სამოქალაქო მრჩეველი
[რედაქტირება] ქართულად თარგმნილია
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ბორის აკუნინის ოფიციალური საიტი
- ერასტ ფანდორინის ოფიციალური საიტი
- ბორის აკუნინის წიგნები
- ბორის აკუნინის წიგნები ელექტრონულ ფორმატში
- ბორის აკუნინი: HONOR PRIMUM, ALIA DEINDE
- ინტერვიუ ბორის აკუნინთან (გრიგორი ჩხარტიშვილი)
სტატიის 