თვრინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თვრინი

თვრინის ციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი კლდეეთი
კოორდინატები 42°04′17″ ჩ. გ. 43°04′19″ ა. გ. / 42.07139° ჩ. გ. 43.07194° ა. გ. / 42.07139; 43.07194
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 220
მოსახლეობა 589[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თვრინი — საქართველო
თვრინი
თვრინი — იმერეთის მხარე
თვრინი

თვრინისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემი). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 220 მეტრი, ზესტაფონიდან 5 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 589 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 874 427 447
2014[1] 589 301 288

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი თვრინი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი გალავნითა და საცხოვრებელი ნაგებობებით. შემორჩენილია ციხის აგურის თაღოვანი დიდი დარბაზი და წყარო. ციხე მეცნიერულად შეუსწავლელია. ციხესა და მის შემოგარენში ნაპოვნი ისტორიული ნივთები ინახება ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხოლო თუჯის ერთი ჭურვი კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

სოფელშია ასევე XIX საუკუნის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II