ქვედა საქარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ქვედა საქარა
Zestaponi.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ქვედა საქარა
ზღვის დონიდან 170
მოსახლეობა 2941 [1] კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

ქვედა საქარა - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:არგვეთა, ჭალატყე). მდებარეობს მდინარე ყვირილისა და ჩოლაბურის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ზესტაფონიდან 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2941 ადამიანი.

სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელთან იწყება აჯამეთის სარწყავი არხი, რომელიც სოფელ ახალი სვირის გავლით სოფელ ვარციხისკენ მიემართება.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

სოფელში დგას VIII საუკუნის "ბეჟუაშვილების კოშკი" და შუა საუკუნეების ორი ეკლესია, მათ შორის ერთი წმინდა სამების სახელობისა.

პიროვნებები[რედაქტირება]

სოფელში დაიბადა ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]