ზესტაფონი (საფეხბურთო კლუბი)
| სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი | |||
|---|---|---|---|---|
| დაარსდა | 2004 | |||
| სტადიონი | დავით აბაშიძის სტადიონი ზესტაფონი, საქართველო (ტევადობა: 4 600) |
|||
| პრეზიდენტი | ||||
| მწვრთნელი | ||||
| ლიგა | უმაღლესი ლიგა | |||
| 2011–12 | ჩემპიონი | |||
| ვებსაიტი | ოფიციალური ვებგვერდი | |||
|
|
||||
„ზესტაფონი“ — საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზესტაფონში, შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს, „ზესტაფონის“ მთავარი გუნდი ჩაერთო საქართველოს XIV-ე ეროვნულ ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.
სადღეისოდ, საფეხბურთო კლუბის სისტემაში მთავარ გუნდთან ერთად შედიან: „ზესტაფონი — 2“ (საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დუბლიორთა ტურნირის მონაწილე) და ჭაბუკთა გუნდები.
საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ გარემონტდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, მინდორზე დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, მიმდიანრეობს კლუბის ბაზის მშენებლობა და ა. შ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] საწყისი წლები
ფეხბურთს ზესტაფონში თამაშობდნენ XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საჯარო სკოლა) აღსაზრდელები. ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი). პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1. 20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს. 30-იან წლებში ზესტაფონში შეიქმნა ორი საფეხბურთო გუნდი — „მერცხალი“ და „ლოკომოტივი“, რომლებმაც მრავალჯერ მიიღეს მონაწილეობა შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.
[რედაქტირება] მეტალურგი
ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ამოქმედდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. სწორედ ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა „მეტალურგი“. 1938 წლის აგვისტოში „მეტალურგმა“ მონაწილეობა მიიღო ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება „მეტალურგი“-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მოსკოვის „ელექტროსტალი“, სტალინგრადის „კრასნი ოქტიაბრი“, ლენინგრადის „მეტალურგი“ და მხოლოდ ფინალში დამარცხდა „სერპ ი მოლოტი“-ის გუნდთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის „მეტალურგი“ ჩაერთო საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობდა 1989 წლის ჩათვლით.
[რედაქტირება] მარგვეთი
1990 წელს საქართველო გავიდა საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან, შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და დაიწყო საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი.
1990 წელს ზესტაფონში შეიქმნა ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი“, რომელმაც დაიკავა „მეტალურგის“ ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში „მარგვეთი“ საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. 1996 წელს „მარგვეთი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობას უფლება მიიღო. ფინანსური პრობლემების გამო 1998 წელს კლუბი დაიშალა.
1999—2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი „მეტალურგი“, რომელმაც 2001—2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაში. თუმცა ეს გუნდიც დაიშალა.
[რედაქტირება] ზესტაფონი
2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა ახალი გუნდი — საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“. „ზესტაფონმა“ არსებობის პირველ სამ წელიწადში ეროვნულ ჩემპიონატებში მე-5 და ორჯერ მე-4 ადგილი დაიკავა და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობდა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.
2008 წლის 16 მაისს, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალში დაამარცხა თბილისის „ამერი“ 2:1 და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. 2010-2011 წლების სეზონში ზესტაფონი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გუნდმა ეს ტიტული მომდევნო სეზონშიც დაიცვა.
[რედაქტირება] სტადიონი
ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც. 1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა, რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8000 ადგილამდე.
2004 წელს კლუბ „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება.
2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები. დამონტაჟდა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა, ამერიკული ფირმა „რაინბიორდის“ სარწყავი სისტემა, რომელიც წარმატებით გამოიცადა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი – თურქული ფირმა „ჩიმექსის“ მიერ დამზადებული „ნატურალური მწვანე ხალიჩა“. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ მშობლიურ არენებზე, ასევე რუსთავის „მეტალურგის“ სტადიონზე. კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება და სხვა.
[რედაქტირება] ტიტულები
[რედაქტირება] მეტალურგი
- საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი — 1967, 1970, 1982 წლებში
- საქართველოს თასის ფინალისტი — 1966, 1967, 1971 წლებში
- საქართველოს თასის მფლობელი — 1962 წელს
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, „მეტალურგი“, 1970 წელი
[რედაქტირება] ზესტაფონი
- საქართველოს ჩემპიონი (2): 2010–11, 2011–12
- საქართველოს თასის მფლობელი (1): 2007-08
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი (1): 2011
[რედაქტირება] ფეხბურეთელები
[რედაქტირება] შემადგენლობა 2011/12
2012 წლის 21 თებერვლისათვის.
|
|
[რედაქტირება] ცნობილი ფეხბურთელები
- გურამ შავდია
- ზაურ ჩუბინიძე
- გურამ ნიშნიანიძე
- ჟორა ჭუმბურიძე
- გურამ ქოჩიაშვილი
- დოდიკ ხუნდაძე
- გურამ პეტრიაშვილი
- ქართლოს ცინცაძე
- გიორგი განუგრავა
- ბექა გოცირიძე
- გიორგი ფიფია
- ჟილვან ვიეირა
- უჩა ლობჟანიძე
[რედაქტირება] ბომბარდირები
| წელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
| 2010-11 | ნიკოლოზ გელაშვილი | 18 | |
| 2009-10 | ნიკოლოზ გელაშვილი | 16 | |
| 2008-09 | ნიკოლოზ გელაშვილი | 20 | |
| 2007-08 | ჟილვან ვიეირა | 12 | |
| 2006-07 | გიორგი ფიფია | 13 | |
| 2005-06 | ზურაბ იონანიძე | 12 |
[რედაქტირება] ზესტაფონის მწვრთნელები
| პერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
|---|---|---|---|
| 2011 — | |||
| 2008 — 2011 | 1 | საქართველოს ჩემპიონი | |
| 2006 — 2008 | 1 | საქართველოს თასი | |
| 2006 | |||
| 2005 — 2006 | |||
| 2004 — 2005 |
[რედაქტირება] ტექნიკური შტაბი
- კლუბის პრეზიდენტი - ილია კოკაია
- ვიცე პრეზიდენტი - ვასილ გველესიანი
- გუნდის უფროსი - ვლადიმერ პანოვი
- პრეს ატაშე - სერგო ფუტკარაძე
- ექიმი - ლევან გოგნიაშვილი
- ადმინისტრატორი - თემურ ძიძიშვილი
- ვიდეო ოპერატორი - თემურ კვინიკაძე
- მასაჟისტი - ზაზა გოგლიჩიძე
- მასაჟისტი - თემურ გამყრელიძე
- მძღოლი - გიორგი ძაბირაძე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ს.კ. ზესტაფონი“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- soccerway.com
|
|||||