ზედა წევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედა წევა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ძირულა
კოორდინატები 42°06′09″ ჩ. გ. 43°08′21″ ა. გ. / 42.10250° ჩ. გ. 43.13917° ა. გ. / 42.10250; 43.13917
ცენტრის სიმაღლე 580
მოსახლეობა 44[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა წევა — საქართველო
ზედა წევა
ზედა წევა — იმერეთის მხარე
ზედა წევა

ზედა წევასოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემი). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 580 მეტრი, ზესტაფონიდან 16 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში ყოველ 28 ივლისს აღნიშნავენ კვირიკობას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 132 64 68
2014[1] 44 23 21

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას XI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია. ეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე. ადგილობრივები ეკლესიის აშენებას თამარ მეფეს უკავშირებენ. ეკლესია 1863 წელს გადაუკეთებიათ.

ეკლესია აშენებულია თლილი ქვისა და კირისაგან, არის ბაზილიკის ტიპის. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII საუკუნეების მოხატულობა. ეკლესიის აბსიდის მარცხენა ნახევარზე იატაკიდან 13 მეტრის სიმაღლეზე ქვიშაქვის კვადრზე შემორჩენილია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომლის ასოთა უმრავლესობა სტილიზებულია. საკურთხეველს და ნაწილობრივ შუა ეკლესიას შემორჩენილი აქვს ფრესკები. საკურთხევლის პილიასტრზე და მის კამარაზე დახატულია ნაწილობრივ დაზიანებული წმინდანები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 498.
  • ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ. 145-146, თბილისი, 1995

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II