თერჯოლის მუნიციპალიტეტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
IM-terjola-ka.svg
რეგიონი

იმერეთის მხარე

დეპუტატი პარლამენტში

ბეჟან ბუცხრიკიძე

სიმჭიდროვე

127.4 [1] კაცი/კმ²

ფართობი

357 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

45000 კაცი

ეროვნება

ქართველები 99.4%
რუსები 0.3%
სომხები 0.1%
აფხაზები 0.1%[2]

ვებ-გვერდი

http://terjola.ge/

თერჯოლის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930-დან გამოიყო ცალკე როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი, 2006 წლიდან - თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია - 357 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 250 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ჩოლაბური, ძევრულა, წყალწითელა და სხვები. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ქალცედონი, კირქვა, სპონგოლითი (ნახშირღელე), მარმარილო (კვახჭირი), საკრამიტე და სააგურე თიხა, ეკლარი და სხვ.

[რედაქტირება] მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 45 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 127 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 45 სოფელი. მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, მუნიციპალიტეტის ტერიტორია თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიას მიეკუთვნება. მოქმედებს 10-ზე მეტი ტაძარი.

[რედაქტირება] ადგილობრივი თვითმმართველობა

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, მმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

[რედაქტირება] ეკონომიკა

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მარცვლეული კულტურების (სიმინდი) მოყვანა და მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში არის ჩაის და ღვინის ქარხნები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ჰიდროელექტროსადგური "ძევრულაჰესი".

[რედაქტირება] ტრანსპორტი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის მაგისტრალი სამტრედია-ხაშურის ხაზზე. არის რკინიგზის სადგური სოფელ კვახჭირში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: თერჯოლა-ტყიბული და ქუთაისი-ვარციხე.

[რედაქტირება] განათლება და კულტურა

მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა, 30 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი და დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი სოფელ ზედა სიმონეთში.[1]

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: სკანდეს ციხე, ბერციხე, ნავენახევის მღვიმე, ჩხარის ეკლესია. გოდოგნის ეკლესია, თუზის ეკლესია, ღვანკითის დედაღვთისა.

ასევე აღსანიშნავია ჩიხორისა და ჩხარის შუა საუკუნეების ნაქალაქარების ნაშთები, ეკლესია ქვედა სიმონეთში, ციხეები ძევრსა და ჭალასთავში, ხიდი ნაგარევში.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. საქართველოს მუზეუმები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე