მესამე დასი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესამე დასი, პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. შეიქმნა 1892 წლის დეკემბრის დამლევს ე. ნინოშვილისა და მ. ცხაკაიას ინიციატივით ზესტაფონში გამართულ მარქსისტულად განწყობილ ინტელიგენტთა კრებაზე, რომესაც ესწრებოდნენ ე. ნინოშვილი, მ. ცხაკაია, ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. ჩხეიძე, ი. რამიშვილი, ი. კაკაბაძე, დ. კალანდარიშვილი, ე. ვაწაძე, რ. კალაძე, ა. წითლაძე, ი. კვიცარიძე. კრებამ უარყო ნ. ჟორდანიას მიერ შედგენილი ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის პროგრამის პროექტი და მიიღო ამ დროს ვარშავაში მყოფი ფ. მახარაძის წერილობითი წიდადადება სოციალ-დემოკრატიული პროგრამის შემუშავების შესახებ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე