შენგენის ზონა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შენგენის ზონა (ლურჯად), მომავალი წევრები (მწვანედ)

შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს ქალაქ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.

ეს წესები შეიმუშავა 1999 წლის ევროკავშირის ქვეყნების ამსტერდამის შეხვედრამ. გარდა ამისა შენგენის ხელშეკრულება მოქმედებს სამ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში: ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში და დე-ფაქტოდ სამ მიკრო-სახელმწიფოში: მონაკოში, სან-მარინოში და ვატიკანში. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის, შეასრულა დანაპირები და შევიდა შენგენის ზონაში. გამონაკლისია კვიპროსი, რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც უახლოეს მომავალში შევლენ კავშირში. ამ დროისათვის შენგენის ხელშეკრულება მოიცავს: 25 ქვეყანას, 4 312 099 კვ. კმ. და 400 მილიონ მოსახლეს.

შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა რომ შიდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები გაუქმებულიყო. ხოლო გარე საზღვრები გამაგრებულიყო. ასევე ქვეყნები ვალდებულნი არიან რომ ერთიანი პილიტიკა შეიმუშავონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის შექმნას.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შენგენის ხელშეკრულება.

შენგენის ზონამ დაიწყო ფუნქციონირება 1995 წლის 26 მარტის. თავდაპირველად ხელშეკრულება ამოქმედდა 6 ქვეყანაში: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ესპანეთი და პორტუგალია. 1997 წელს შეუერთდა იტალია და ავსტრია. 1999 წლის ამსტერდამის შეხვედრაში ხელშეკრულებამ საერთოევროპული სამართლებრივი სტატუსი მიოღო, ანუ ევროკავშირის ყოველი ახალი წევრი ვალდებული იყო კანონმდებლობა მოწესრიგებინა ამ დოკუმენტის გათვალისწინებით. 2000 წელს ზონაში შევიდა ახლადმიღებული საბერძნეთი და სკანდინავიის საპასპორტო კავშირის (ფინეთი, დანია, შვედეთი) ქვეყნები, ხოლო 2001 წელს ევროკავშირის არაწევრი 2 ქვეყანა ისლანდია და ნორვეგია. 2007 წელს ზონაში შევიდნენ - ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. 2008 წლის 12 დეკემბერს ხელშეკრულებას მესამე არაწევრი ქვეყანა, შვეიცარია შეუერთდა.