ჩეხური კრონა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩეხური კრონა
ჩეხ. koruna
1000 ჩეხური კრონა
1000 ჩეხური კრონა
კოდი ISO 4217 CZK
ქვეყანა ჩეხეთი
ოფიციალური
მომხმარებლები
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი,
შედგება 100 ჰელერი
სიმბოლო
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 ჩეხური კრონა.
ბანკნოტები 100, 200, 500, 1000, 2000, 5000 ჩეხური კრონა.
ცენტრალური ბანკი ჩეხეთის ეროვნული ბანკი
გაცვლითი კურსი
( 2012 თვის)
1 USD = 19,399 CZK
1 EUR = 25,295 CZK
1 GBP = 30,122 CZK

ჩეხური კრონა (ჩეხ. koruna) — ფულის ერთეული ჩეხეთში. ერთი კრონი შედგება 100 ჰელერისაგან. 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის კრონა ჩაანაცვლა ჩეხურმა კრონამ.

ისტორია[რედაქტირება]

ჩეხური კრონა ერთ-ერთი უძველესი ფულის ერთეულია ევროპაში. კრონი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე X საუკუნეში შეიქმნა. როგორც ყველა სხვა მონეტა, ისიც პატარა ფოლადისგან იჭრებოდა. რადგან ძალიან მძიმე იყო, წონის შესამსუბუქებლად მასში თაფლს ამატებდნენ. მეფე ოტაკარ I-მა აკრძალა ასეთი სახის მონეტების დაბეჭდვა. მან შექმნა თხელი ვერცხლის ფირფიტის ფული, რომელზეც ლომი გამოსახეს. მას დინარს უწოდებდნენ, ხოლო უფრო პატარა ფულს დინარიუმს. დინარი თანდათანობით იხვეწებოდა და საბოლოოდ იგი ოქროს სახით გამოდიოდა და საკმაო ხანი შეუცვლელი დარჩა.

1919 წლისთვის ჩეხებმა XX საუკუნისთვის ფულის დიზაინი შეცვალეს და მიმოქცევაში ჩეხური კრონა გამოუშვეს, რომელზეც ქვეყანაში წარმატებული რეკორდსმენი ქალი გამოსახეს. ყველაზე დიდი ათას კრონიანი ბანკნოტები ამერიკაში იბეჭდებოდა, ხოლო დანარჩენი ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. პირველი ქაღალდის ფული კი ავსტრიის იმპერატორმმა მარია ტერეზამ შეუქმნა ჩეხებს.

ჩეხეთის ერთ-ერთ მუზეუმში მთელი ერთი დაფა დათმობილი აქვს იმ ადამიანების სურათებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩეხური ფულის შექმნაში. აქვე ინახება 1000-კრონიანი კუპიურა, რომელმაც პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ლამაზი ფულის ტიტული მიიღო.

მონეტები[რედაქტირება]

ჩეხეთში ყველა მონეტას გააჩნია სხვადასხვა ფორმა და ზომა. მონეტები ძირითადად იჭრება ფოლადისგან ან ფოლადის და ნიკელის ნარევისგან.

1993 წლის თებერვალში მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 10, 20 და 50 ჰელერი, 1, 2, 5, 10, 20 და 50 კრონა, ასევე ბანკნოტები ნომინალით 20, 50, 100, 200, 500, 1000, 2000 და 5000 კრონი.

2008 წლის 1 სექტემბრიდან ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან ამოიღო მონეტები - ჰელერები. ეს მონეტები მიმოქცევაში იყო 116 წელი. ამჟამად მიმოქცევაშია მხოლოდ მონეტები - კრონები.

სურათი ნომინალი გამოშვების თარიღი
Coin-1-Kc-obverse.jpgCoin-1-Kc-reverse.jpg
1 კრონა
1993
Coin-2-Kc-obverse.jpgCoin-2-Kc-reverse.jpg
2 კრონა
1993
Coin-5-Kc-obverse.jpgCoin-5-Kc-reverse.jpg
5 კრონა
1993
Coin-10-Kc-obverse.jpgCoin-10-Kc-reverse.jpg
10 კრონა
1993
Coin-20-Kc-obverse.jpgCoin-20-Kc-reverse.jpg
20 კრონა
1993
Coin-50-Kc-obverse.jpgCoin-50-Kc-reverse.jpg
50 კრონა
1993

ბანკნოტები[რედაქტირება]

2008 წლის 1 სექტემბერს ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან ამოიღო ბანკნოტები 20 კრონას ნომინალით[1]., ხოლო 2011 წლის 1 აპრილს ბანკნოტები 50 კრონას ნომინალით[2]. ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით 50, 100, 200, 500, 1000, 2000 და 5000 კრონა.


ჩეხური კრონა
სურათი ნომინალი
ავერსი რევერსი
100 ჩეხური კონა რევერსი.jpg 100 ჩეხური კრონა ავერსი.jpg 100
200 ჩეხური კონა ავერსი.jpg 200 ჩეხური კონა რევერსი.jpg 200
500 ჩეხური კონა ავერსი.jpg 500 ჩეხური კონა რევერსი.jpg 500
1000 ჩეხური კონა ავერსი.jpg 1000 ჩეხური კონა რევერსი.jpg 1000
2000 ჩეხური კონა ავერსი.jpg 2000 ჩეხური კონა რევერსი.jpg 2000
5000 ჩეხური კონა ავერსი.jpg 5000 ჩეხური კონა რევერსი.jpg 5000

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]