კიმ დე ჯუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიმ დე ჯუნი

კიმ დე ჯუნი (დ. 3 დეკემბერი 1924, მოკფო — გ. 18 აგვისტო 2009) — სამხრეთ კორეის პრეზიდენტი (18 დეკემბერი 199725 თებერვალი 2003). ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში. დემოკრატიული პარტიის ლიდერი.

დაიბადა 1924 წელს მოკფოში, გლეხის ოჯახში. 1953 წელს დაამთავრა კონგუკის უნივერსიტეტი. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1954 წელს. 1960 წელს არჩეული იქნა კორეის ეროვნული კრების დეპუტატად. 1971 წელს გახდა ახალი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. 1973-1978 წწ. იყო დაპატიმრებული ანტისამთავრობო მოღვაწობისათვის. 1980 წელს კვლავ დააპატიმრეს და გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ მალევე შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით. 1982წელს გაათავისუფლეს და მიღო აშშ-ში გამგზავრების გადაწყვეტილება. 1985 წელს დაბრუნდა კორეაში და დაიწყო ბრძოლა ჩონ დუ ხვანის რეჟიმის წინააღმდეგ. 1987 და 1992 წელს ჩაება საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ წარუმატებლად.

1997 წლის 18 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა 5 წლით. 2000 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]