გაეროს ბავშვთა ფონდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Unicef-ის ლოგო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი
United Nations Children's Emergency Fund
صندوق الأمم المتحدة للطفولة
联合国儿童基金会
Fonds des Nations unies pour l'enfance
Детский фонд Организации Объединённых Наций
Fondo de Naciones Unidas para la Infancia
Flag of UNICEF.svg
ორგანიზაციის ტიპი ფონდი
შემოკლებით unicef (იუნისეფი)
თავმჯდომარე ენტონი ლეიკი
სტატუსი აქტიური
დაარსებულია დეკემბერი 1946
ვებ-საიტი UNICEF official site
პარტნიორი ორგანიზაცია ECOSOC

გაეროს ბავშვთა ფონდი (ინგლ. United Nations Children’s Fund, UNICEF) – შეიქმნა გაეროსგენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს, როგორც დროებითი ორგანიზაცია ომით განადგურებული ევროპის ქვეყნების ბავშვთათვის დახმარების გაწევის მიზნით. 1950 წლიდან დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს განვითარებად ქვეყნებში. 1953 წელს გახდა გაეროს ერთ-ერთი ორგანო. ფონდის ხელმძღვანელი ორგანოა 41-წევრიანი გამგეობა, რომელსაც ირჩევს ეკონომიკური და სოციალური საბჭო 3 წლით. გამგეობის სამდივნო განთავსებულია ნიუ-იორკში, აქვს ევროპის და სხვა რეგიონული განყოფილებები, აგრეთვე წარმომადგენლობები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. ფონდის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფოთა მთავრობების ყოველწლიური შენატანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობები, აგრეთვე შემოსავლები, რომელსაც იგი იღებს ბეჭდვითი პროდუქციის გაყიდვით.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე