მუჰამედ იუნუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ იუნუსი
ბენგ. মুহাম্মদ ইউনুস
დაბ. თარიღი 28 ივნისი, 1940(1940-06-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] (83 წლის)
დაბ. ადგილი ჩიტაგონგი ან Bathua
მოქალაქეობა  ბანგლადეში
საქმიანობა ეკონომისტი, მეწარმე, უნივერსიტეტის პროფესორი, banker და international forum participant
მუშაობის ადგილი დაკის უნივერსიტეტი, Middle Tennessee State University და La Trobe University[7]
ალმა-მატერი ვანდერბილტის უნივერსიტეტი, დაკის უნივერსიტეტი, კოლორადოს უნივერსიტეტი, Chittagong College და Chattogram Collegiate School
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი ეკონომიკაში
შვილ(ებ)ი Monica Yunus
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[8] [9], Independence Award in Rural Development[10] [11] , Ramon Magsaysay Award, Empowering award, ინდირა განდის პრემია, Princess of Asturias Award for Concord, Four Freedoms Award – Freedom from Want, World Food Prize, Volvo Environment Prize[12] , The Nichols-Chancellor's Medal[13] , ფულბრაიტის სტიპენდია[14] , Honorary doctor of the Katholieke Universiteit Leuven, honorary doctor of the Catholic University of Louvain, სიმონ ბოლივარის საერთაშორისო პრემია, honorary doctor of the University of Alicante, სან-მარკოსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[15] , მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Grand Cross of the Order of the Sun of Peru‎[16] , მეფე აბდულ-აზიზის ორდენი[17] , Order of the Liberator[18] , Fukuoka Asian Culture Prize[19] , დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის[20] , honorary doctor of the University of Valencia[21] , სიდნეის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[22] , კონგრესის ოქროს მედალი[23], National Order of Benin, Honorary doctorate from university of Florence, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[24], International Pfeffer Peace Award[25] და Sydney Peace Prize[26]
ხელმოწერა
საიტი muhammadyunus.org

მუჰამედ იუნუსი (ბენგ. মুহাম্মদ ইউনুস; დ. 28 ივნისი, 1940, ჩიტაგონგი, ბრიტანეთის ინდოეთი) — ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომიკის პროფესორი. დააფუძნა და განავითარა მიკროკრედიტის კონცეფცია - მცირე სესხების გაცემა ღარიბ მეწარმეებზე, რომლებიც ტრადიციულ საბანკო სესხებზე მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. ამ პრინციპით დააფუძნა გრამინ ბანკი, მიკროდაფინანსებისა და მიკროკრედიტაციის პიონერი. 2006 წელს იუნუსი და ბანკი ერთობლივად დაჯილდოვდნენ ნობელის მშვიდობის პრემიით, ქვემოდან ეკონომიკური და სოციალური განვითარების წარმოქმნისათვის. მიღებული აქვს ასევე რამდენიმე სხვა საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მსოფლიო სასურსათო პრემია. ავტორია წიგნის „ბანკირი ღარიბთათვის“, ასევე არის გრამინის ფონდის დამფუძნებელი საბჭოს წევრი.

2008 წელს მეორე ადგილზე გავიდა Foreign Policy-ის სიაში „100 გლობალური მოაზროვნე“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ იუნუსი დაიბადა 1940 წლის 28 ივნისს მუსულმანი იუველირის ოჯახში სოფელ ბატუაში, რომელიც მდებარეობს ბენგალიაში, ჩიტაგონგის სიახლოვეს. მისი ოჯახი შედგებოდა ცხრა და-ძმისაგან, რომელთაგან იუნუსი იყო მეოთხე შვილი[27]. ადრეული ბავშვობა მუჰამედმა სოფელში გაატარა, მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჩიტაგონგში და მუჰამედი ადგილობრივი სკოლის მოსწავლე გახდა[28]. შემდეგ მან მისაღები გამოცდები ჩააბარა ჩიტაგონგის პრესტიჟულ კოლეჯის სკოალში, აღმოსავლეთ პაკისტანის 39 ათასი სტუდენტიდან აჩვენა მე-16 შედეგი[28]. ჩიტაგონგის სკოლაში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სკაუტების მოძრაობაში, მოგზაურობდა ინდოეთში, დასავლეთ პაკისტანში. კანადაში ეწვია მსოფლიო სკაუტურ აქციას[28]. სკოლის შემდეგ მუჰამედი სწავლობდა ჩიტაგონგის კოლეჯში, ხოლო 1957 წელს შევიდა დაკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

სწავლების დასრულების შემდეგ იუნუსი, როგორც ასისტენტი მუშაობდა ისეთ ცნობილ ეკონომისტებთან, როგორიცაა ნურულ ისლამი და რაჰმან სობჰანი. 1961 წელს დაიწყო ლექციების კითხვა ჩიტაგონგის კოლეჯში, გახსნა შეფუთვების კომპანია. 1965 წელს იუნუსმა მიიღო ფულბრაიტის პროგრამის პრესტიჟული სტიპენდია, რათა სწავლა გაეგრძელებინა აშშ-ში, სადაც 1971 წელს დაასრულა ვანდერბილტის უნივერსიტეტი, ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხით. 1970-1972 წლებში იყო ტენესის შტატის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. ამის შემდეგ დაიკავა ჩიტაგონგის უნივერსიტეტის ეკონომიკური დისციპლინების პედაგოგის თანამდებობა. 1976 წლიდან მუჰამედ იუნუსი გახდა უნივერსიტეტის განვითარების პროექტის მენეჯერი.

1976 წელს მუჰამედ იუნუსი დაბრუნდა სამშობლოში — ბანგლადეშში. ერთ-ერთი გაღატაკებული სოფლის მონახულებისას მან აღმოაჩინა, რომ მისი მოსახლეობა ვერ ახერხებდა სიღარიბისგან თავის დაღწევას ადგილობრივი ფულის გამსესხებლების გამო, რადგან მათ სესხები გასცეს ისეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით და ისეთი მოკლევადიანი პერიოდით, რომ გლეხებს არ ჰქონდათ დრო, მოეხდინათ საქონლის რეალიზაცია ბაზარზე. შედეგად ისინი იძლებულები გახდნენ საქონელი თავიანთ კრედიტორებზე გაეყიდათ დაბალ ფასად. იუნუსმა გადაიხადა ღარიბი გლეხების დავალიანება და თავად დაიწყო მათზე სესხების გაცემა — მცირე რაოდენობით, მცირე პროცენტით და ყოველგვარი გირაოსა და გარანტიის გარეშე. ბევრი თლიდა, რომ იუნუსის მოქმედება კეთილშობილური ქმედება იყო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ სესხის განაკვეთი სამ პტროცენტზე ნაკლები იყო[29]. ამგვარად, მუჰამედ იუნუსმა შეიმუშავა მიკრო კრედიტის კონცეფცია და შექმნა საკუთარი Grameen Bank-ი, რომლის გენერალური დირექტორიც გახდა 1983 წელს. 1996 წელს გახდა ბანგლადეშის მთავრობის მრჩეველი. 2006 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია მის მიერვე განხორციელებული წარმატებული სოციალური და კომერციული პროექტებისათვის.

2017 წელს მუჰამედ იუნუსი იყო მსოფლიოს იმ ცნობილ და გავლენიან ადამიანებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილს, რომელშიც მოითხოვდნენ მიეღოთ შესაბამისი ზომები მიანმარში როჰინჯების რეპრესიების გამო[30].

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ იუნუსის იდეები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. The Guardian-ის მიმომხილველმა მადლენ ბანტინგმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დასვა შეკითხვა, იყო თუ არა მიკრო ფინანსები „ნეოლიბერალური ზღაპარი“. მან აღმოაჩინა, რომ უმეტეს შემთხვევაში, მსესხებლების მიერ მიღებული თანხა არ იხარჯებოდაა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისთვის, არამედ იგი მიდიოდა ქორწილებზე, დაკრძალვებზე, განათლებაზე ან მკურნალობაზე[31].

AntiCSR-ი აღნიშნავდა, რომ რამდენიმე ფირმა საკუთარ თავს უწოდებს „სოციალურს“, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ იყო. ბევრი ცდილობს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მოპოვებას[32].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს ვანდერბილტის უნივერსიტეტში სწავლის დროს, მუჰამედ იუნუსმა გაიცნო ვერა ფოროსტენკოი, რუსი ემიგრანტების შვილი ნიუ-ჯერსიდან, რომელიც უნივერსიტეტში რუსულ ლიტერატურას სწავლობდა. 1970 წელს ისინი დაქორწინდნენ. ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც კი დაიბადა მონიკა (1979 წ.) წყვილი დაშორდა. ვერას არ უნდოდა შვილის გაზრდა ბანგლადეშში და დაბრუნდა ნიუ-ჯერსიში, აშშ. მონიკა გახდა ოპერის ცნობილი მომღერალი. იუნუსი მეორედაც დაქორწინდა მოგვიანებით. მისი მეუღლე გახდა მანჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი აფროზი იუნუსი. 1986 წელს წყვილს შეეძნათ შვილი დინა.

იუნუსისი ძმები ასევე დაკავებულები იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრებით. მუჰამედ იბრაგიმი დაკის უნივერსიტეტის პროფესორი და „მეცნიერებაში მასობრივი განათლების ცენტრის“ დამფუძნებელია, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია სასოფლო რაიონებში გოგონათა განათლებით. უმცროსი ძმა მუჰამედ ჯაჰანგირი ბანგლადეშში ცნობილი ტელეწამყვანი და საზოგადოებრივი მოღვაწეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Encyclopædia Britannica
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. Babelio — 2007.
  5. Munzinger Personen
  6. Davos 2014 Participant List
  7. La Trobe University user database
  8. The Nobel Peace Prize 2006Nobel Foundation.
  9. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  10. Profile: Dr. Muhammad Yunus — 2006.
  11. CV of Professor Muhammad YunusYunus Centre.
  12. Volvo environment prize 2003 recognices efforts to alleviate povertyVolvo, 2003.
  13. Muhammad Yunus to receive Vanderbilt’s Nichols-Chancellor’s Medal; 2006 Nobel Peace Prize winner will speak during Senior Class Day May 10ვანდერბილტის უნივერსიტეტი, 2007.
  14. http://www.muhammadyunus.org/About-Professor-Yunus/cv-of-professor-muhammad-yunus/
  15. MUHAMMAD YUNUSY SU VISIÓN DE LA POBREZAსან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი, 2010.
  16. Presidente García: Muhammad Yunus es un ´peregrino de la humildad´Radio Programas del Perú, 2010.
  17. http://www.muhammadyunus.org/About-Professor-Yunus/cv-of-professor-muhammad-yunus
  18. Chávez condecoró a Muhammad Yunus con orden "Libertador" en primera clase // Courrier international — 2007. — ISSN 1768-3076
  19. Muhammad YUNUS [ Grand Prize 2001 ]Fukuoka Asian Culture Prize.
  20. Yunus Prof. Muhammad
  21. https://www.uv.es/uvweb/transparencia-uv/es/personas/reconocimientos/doctores-honoris-causa/doctores-honoris-causa-siglo-xxi/fecha-investidura/acto-investidura-doctor-honoris-causa-del-excm-sr-dr-muhammad-yunus-1285924692509/Honoris.html?id=1285878813517
  22. Mr Muhammad Yunusსიდნეის უნივერსიტეტი.
  23. House & Senate Leaders Announce Gold Medal Ceremony for Professor Muhammad YunusSpeaker of the United States House of Representatives, 2013.
  24. President Obama Names Medal of Freedom RecipientsWhiteHouse.gov, 2009.
  25. https://web.archive.org/web/20150728101320/http://forusa.org/about/awards
  26. https://sydneypeacefoundation.org.au/sydney-peace-prize/page/2/
  27. First loan he gave was $27 from own pocket. THe Daily Star (2006-10-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-18. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
  28. 28.0 28.1 28.2 গিরেবর উপকাের লােগ োদেখ বਗ਼ োলাক অামােদর বઘাংেক টাকা জমা রাখেত এিগেয় এেসেছ ড় মઓহামઅদ ইউনકস. Prothom Alo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-04. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
  29. Григорий Коган. (2014-05-29) Формула бедности. Lenta.ru. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
  30. 12 Nobel laureates urge UN to intervene Myanmar violence (2017-09-15). ციტირების თარიღი: 2020-02-23.
  31. Madeleine Bunting. (2011-03-09) Is microfinance a neoliberal fairytale?. The Guardian. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
  32. SOCIAL BUSINESS. Anti CSR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: