ევროპის დღე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპის კავშირი

1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. ამიტომ 9 მაისი აღინიშნება როგორც ევროპის კავშირის ევროპის კავშირის დაბადების დღე. მისი განხორციელება დაიწყო 1951 წელს, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდი, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით. დღეისათვის ევროპის კავშირი 25 ქვეყანას აერთიანებს.


სხვა წყაროების თანახმად, ევროპის გაერთიანების დღედ 5 მაისსაც თვლიან, ვინაიდან 1949 წლის 5 მაისს ლონდონში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს ევროპის საბჭოს წესდებას. იგი ძალაში შევიდა იმავე წლის 3 აგვისტოს და დღეისათვის ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით საკონსულტაციო ორგანიზაციად ითვლება. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის არის საქართველო.