ჯორჯ მარშალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ მარშალი

ჯორჯ კატლეტ მარშალი (George Catlett Marshall); (დ. 31 დეკემბერი, 1880, იუნიონტაუნი, პენსილვანიის შტატი ― გ. 16 ოქტომბერი, 1959, ვაშინგტონი) -- ამერიკელი სამხედრო ლიდერი, თავდაცვის მდივანი (1950-51), სახელმწიფო მდივანი (1947 – 49), სახელი გაითქვა მოკავშირეთა წინამძღოლობით მეორე მსოფლიო ომში და გაწეული წვლილით ომისშემდგომი ევროპის რეკონსტრუქციაში, რომელსაც შემგომში მარშალის გეგმა ეწოდა.

დაიბადა საშუალო შეძლების ოჯახში იუნიონტაუნში, პენსილვანია. განათლება ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ აშშ-ის არმიაში ირიცხება, სადაც არმიის შტაბის უფროსის თანამდებობას აღწევს. არმიაში მსახურობდა განუწყვეტლივ პირველი და მეორე მსოფლიო ომების ჩათვლით, საიდანაც 1945 წელს გადადგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]