ლიტვური ენა
ვიკიპედიიდან
| ლიტვური lietuvių kalba |
|
|---|---|
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | სულ: 4 მლნ. |
| გავრცელებულია | ლიტვა და სხვაგან. |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდო ევროპული
|
| დამწერლობის სისტემა | ლათინური ანბანი |
| ოფიციალური სტატუსი | ოფიციალური ენა: ლიტვა, ევროპის კავშირი |
| ენის კოდები | ISO 639-1: lt ISO 639-2: lit ISO/FDIS 639-3: lit |
სექციების სია |
[რედაქტირება] ეთნოლინგვისტური კუთვნილება, სტატუსი
ლიტვური ენა ლატვიურ ენასთან ერთად მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ბალტიურ ჯგუფს. წარმოადგენს მშობლიურ ენას ლიტველებისათვის და ბელორუსების და ლატვიელთა ნაწილთათვის. (რომელნიც ლიტვაში, ან მასთან მომიჯნავე რაიონებში ცხოვრობენ). გამოცხადებულია ლიტვის რესპუბლიკის სახელმწიფო ენად როგორც საერო, ისე სასულიერო სფეროებში და ევროკავშირის ერთ–ერთ სამუშაო ენად.
[რედაქტირება] ნათესაობა ლატვიურ ენასთან
ძალზე საგრძნობია ლიტვური და ლატვიური ენების ნათესაობა. შესაძლებელია უამრავი სიტყვის მოყვანა, სადაც სიტყვები ფაქტიურად ერთნაირად გამოითქმის და ერთნაირი შინაარსის მატარებელია. მაგ: გამარჯობა-Labas (ლიტ.), Labas (ლატ.). მთა–Kalnai (ლიტ.), kalnis (ლატ.). ციხე–Pilis (ლიტ), Pils (ლატ.). ზღვა–Jūra (ლიტ.), Jura (ლატ.). წავედით–Einam (ლიტ.), Eiam (ლატ.). გზა–Kelia (ლიტ.), Celi (ლატ.). ძალიან– Labai (ლიტ.), Labi (ლატ.) და ა.შ. ამ ჩამონათვალის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება, რამაც ზოგ ეთნოლინგვისტს ერთი ბალტიური ენის და მისი ლიტვური და ლატვიური დიალექტების არსებობაზე საუბრის საშუალება მისცა. ვიკიპედია არ იღებს პასუხისმგებლობას ამ მოსაზრების დადასტურების ან უარყოფის შესახებ, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ რომ ამ ენებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობებიც თუნდაც სემანტიკაში. მაგ: მადლობა ლიტვურად–Ačiū და ლატვიურად-Paldias სრულებით არ თანხვდება ერთმანეთს და მიუხედავად იმისა რომ ამჯერად მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლეთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა დანარჩენები არ არსებობენ.
[რედაქტირება] ზეგავლენა
ლიტვური ენა განიცდის გერმანული, პოლონური, რუსული და შედარების სუსტი ხარისხით ესტონური ენების ზეგავლენას. მაგალითად რუსული ენის ნებისმიერი მცოდნე (და სხვათაშორის, არაა სავალდებულო რომ იგი რუსი იყოს); ყოველგვარი თარგმანის გარეშე მიხვდება რომ ლიტვური სიტყვები Galvas, Nogas, Gribas, Stalas,Vartai სხვა არაფერია თუ არა თავი, ფეხი, სოკო, მაგიდა და კარიბჭე შესაბამისად. ამ მხრივაც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ლიტვური ენა არ წარმოადგენს რომელიმე სლავურ ან გერმანიკულ ენას (როგორც ეს ხშირად ჰგონიათ შეცდომით ეთნოლინგვისტიკის კარგად არ მცოდნეებს) და მას თავისთავადი და თვითმყოფადი ორიგინალობა ახასიათებს.
[რედაქტირება] გრამატიკა
ლიტვური ენა გამოირჩევა სირბილით. დიფთონგების და ტრიფთონგების ხშირი მონაცვლეობით რბილ და ნახევრად რბილ თანხმოვნებთან. ძირითადად იწერება ისე, როგორც იკითხება. (ერთადერთ გამონაკლისად ითვლება ტრიფთონგი iai, [ძირითადად გვხვდება სუფიქსის სახით. მაგ: Markučiai, Bubiai, Paneriai და სხვა]. რომელიც იკითხება როგორც რუსული еи). ლიტვურ ენას არ გააჩნია კლასიკური ასობგერა ე, (ქართულში შესაბამისად ე, ინგლისურში E,რუსულში Э). მის ნაცვლად იხმარება დიფთონგები E,Ę და Ė. პირველი გამოითქმის როგორც რუსული Я. მაგრამ უფრო ყრუ და მოკლედ. მეორე გამოითქმის აბსოლუტურად იგივენაირად. (გრაფიკულად სხვა სახე გამოწვეულია რიგი ფონეტიკური მიზეზებით), ხოლო მესამე კი გამოითქმის როგორც ყრუ და უკანა სასისმიერი ბგერა, რომელიც აერთიანებს ა–ს და ე–ს.
ასევე მრავალფეროვანია მდგომარეობა სხვა ხმოვნებთან მიმართებისასაც. მაგ: ჩვენ გვაქვს A და Ą. I,Į და J. U, Ų და Ū. ა–ს შემთხვევაში სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით. გამოთქმა იდენტურია, ქართული ა–ს ექვივალენტური. ი–ს შემთხვევაში პირველ ორ ფონემას შორის სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით, გამოთქმა იდენტურია, ქართული ი–ს ექვივალენტური. რაც შეეხება ფონემა J-ს (იოთ), ეს არის ძველქართული იოტა. მეტი სიცხადისათვის, მისი გამოთმა რუსულ Й-ს ექვივალენტურია. უ–ს შემთხვევაში პირველ ორ ფონემას შორის სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით. გამოთქმა იდენტურია, ქართული უ–ს ექვივალენტური. რაც შეეხება Ū–ს, ისიც იგივე უ–ა, უბრალოდ გამოითქმის გრძლად. სამაგიეროდ, ასობგერა O მხოლოდ ერთია ლიტვურ ანბანში და მას არანაირი ექვივალენტები არ გააჩნია.
ასობგერა I თუკი დგას რომელიმე თანხმოვნის შემდეგ და მოსდევს ნებისმიერი ხმოვანი, ასრულებს შემარბილებელ ფუნქციას წინამდებარე თანხმოვნისა და მომდევნო ხმოვნისთვის. ზუსტი ანალოგია რუსული Ь. მაგალითისთვის, Vilnius იკითხება არა როგორც ვილნიუს, არამედ როგორც Вилньюс. ჯ და ძ ბგერების გადმოსაცემად ლიტვურ ენას გააჩნია ზუსტად რუსული ენის იდენტური კომპოზიცია, კერძოდ Dž და Dz. ამ ენაში არსებობის მიუხედავად, ქართული ენის მსგავსად იშვიათად იხმარება ასო ჰ და ქართული ენისავე მსგავსად იგი ძირითადად დამახასიათებელია უცხო ენებიდან ნასესხებ სიტყვათათვის. მიუხედავად იმისა, რომ ლიტვურ ენაში არსებობს ასო H, ბგერა ჰ–ს გადმოცემა არა ამ ფონემით, არამედ კომპოზიცია Ch-ით ხდება. თავად H კი წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ ბგერას ჰ–ს და ღ–ს შორის. დაახლოებით უკრაინული Г-ს მსგავსად.
[რედაქტირება] დიალექტები
ლიტვურ ენას გააჩნია ოთხი ძირითადი დიალექტი, რომელნიც თავიანთი მხრივ უამრავ მეტყველებად იყოფიან. კერძოდ ეს დიალექტებია: აუქშთაითიური, ჟემაიტიური, სუვალკიური და ძუკიური. (ლიტვის პროვინციათა და ლიტველთა ეთნოგრაფიული ტიპაჟების შესაბამისად). თანამედროვე ლიტვური კლასიკური ლიტერატურული ენის საფუძველია აუქშთაითიური დიალექტი, რომელსაც გააჩნია უხვი ნათესაობები ძუკიური დიალექტიდან. ე.ი. ორი აღმოსავლური დიალექტი. მესამე დასავლური დიალექტი–სუვალკიური არ გამოირჩევა ძალიან დიდი სხვაობით აღმოსავლური დიალექტებისგან, თუმცა ცხადია ახასიათებს თავისი თვითმყოფადობა. ყველაზე მკვეთრია სხვაობა მეოთხე დასავლურ დიალექტთან–ჟემაიიტურთან მიმართებაში. შედარებისთვის: ლიტერატურულ ლიტვურ ენაზე და აუქშთაითიურ დიალექტზე სიტყვა ,,პური" გამოითქმის როგორც ,,Duona." ჟემაიტიურ დიალექტზე ხდება მისი ტრანსფორმირება ,,Douna"-დ, ჟემაიიტური დიალექტის ერთ–ერთ სამეტყველო ვარიანტში (კურშიული) კი საერთოდ, ხდება ასობგერა უ–ს სეკვესტრი და გვრჩება Dona. ცხადია, სხვაობა მხოლოდ ამ ერთი მაგალითით არ ამოიწურება. სინამდვილეში იგი იმდენად დიდია, რომ ფარული სეპარატიზმის მასაზრდოებელ წყაროსაც კი წარმოადგენს. იმდენად რამდენადაც ჟემაიიტელების გარკვეულ წრეში ტრიალებს იდეა ჟემაიიტური ენის და არა ერთიანი ლიტვური ენის ჟემაიიტური დიალექტის შესახებ. ეს და სხვა რიგი ისტორიული საფუძვლები (ისტორიული ავბედობის გამო ჟემაიტიის კავშირი ცენტრთან ყოველთვის მინიმალური ხარისხით იყო წარმოდგენილი სხვა პროვინციებთან შედარებით, რომელნიც ბევრად უფრო აღმოსავლეთით და ამდენად ცენტრთან უფრო ახლოს და გერმანელებისგან უფრო შორს მდენარებოდნენ. იცილებდნენ რა თავიდან გერმანულ საფრთხეს, რომელმაც არსებიტად ამ სეპარატიზმს დაუდო საფუძველი); მათ აძლევს საუძველს ილაპარაკონ (და არა მხოლოდ) ჟემაიტიის სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად. თუმცა თავად ჟემაიიტელთა უმრავლესობა აცნობიერებს მათ ერთიან ლიტვურ იდენტობას და თავის მხრივ, ცენტრალური მთავრობაც ყველანაირად ცდილობს ამ ისტორიული ავბედითობით გამოწვეული ესოდენ აშკარა სხვაობების ნიველირებას.

