მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი) (ტიბ.བསྟན་འཛིན་རྒྱ་མཚོ་ ვაილი: bstan 'dzin rgya mtsho ტენძინ გჲაცო) დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.
დალაი ლამას აღიარებული 1937 წელს, 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში.
დაბადება და რეინკარნაციად აღმოჩენა [რედაქტირება]
სახლი სადაც XIV დალაი ლამა დაიბადა
ლჰამო დონდრუბი დაიბადა გლეხის ოჯახში, ამდოში, სოფელ ტაგცერში. იგი 9 შვილიანი ოჯახის მეხუთე შვილი იყო. მისი მშობლები, ისევე როგორც სოფლის სხვა ბინადრები ქერის, ხორბლის და კარტოფილის მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. ლჰამოს უფროსი ძმა, ტუფტენ ჯირგმე ნორბუ 8 წლის ასაკში აღიარებული იყო როგორც დიდი ლამა ტაკცერ რინპოჩეს რეინკარნაცია. დალაი ლამა საკუთარ წარმომავლობაზე წერს თავის ავტობიოგრაფიაში "ჩემი მიწა - ჩემი ხალხი":
"მე რომ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს. მაგრამ ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად."
1909 წელს XIII დალაი ლამა მოგზაურობდა წმინდა ადგილებში და მოინახულა სოფელი ტაგცერი. იგი მას ძალიან მოეწონა და მოისურვა ამ ადგილებში დაბრუნება. 1935 წელს დალაი ლამა გარდაიცვალა და ბერებმა დაიწეს მისი ახალი გარდასახვის ძიება. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ ისინი ტაგცერში 1937 წელს. პატარა ლჰამომ უმალვე მიიპყრო ბერების ყურადღება. მან გაიარა შესაბამისი გამოცდები და აღიარებულ იქნა დალაი ლამას ახალ გარდასახვად. სოფელი ჩინეთის იურისდიქციაში შედიოდა და ბავშვის და მისი ოჯახის ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში გადასაყვანად, ბერებს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა ბერებმა არ გაამხილეს, თუ რა მიზნით მიყავდათ ოჯახი ლჰასაში, მათ მოქრთამეს ადგილობრივი მმართველი და 1939 წელს წაიყვანეს ოჯახი ლჰასაში, სადაც პატარა დალაი ლამა დალაი ლამების რეზიდენცია პოტალაში დაასახლეს.
ბავშვობა ახალგაზრდობა ჩინეთის შემოჭრამდე [რედაქტირება]
დალაი ლამას კურთხევა მოხდა 1940 წლის 22 თებერვალს ლჰასაში. 6 წლის ასაკიდან მან დაიწყო განათლების მიღება ტრადიციული ტიბეტური სისტემით, რომლის თანახმადაც იგი სწავლობდა ხუთ დიდ მეცნიერებას: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა და ბუდისტური ფილსოფია და ხუთ მცირე მეცნიერებას: პოეზია, მუსიკა და დრამატული ხელოვნება, ასტროლოგია და სიტყვიერება. მისი დამრიგებლები იყვნენ ლინგ რინპოჩე და ტრიჯანგ რინპოჩე. 25 წლის ასაკში კი დალაი ლამამ ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის - გეშე ლჰარამბას წოდება მიიღო.
დალაი ლამა 14 წლის იყო, როდესაც იგი პირველად შეხვდა და შემდეგ დაუახლოვდა ტიბეტში მცხოვრებ ავსტრიელ ალპინისტს ჰაინრიხ ჰარერს, რომელმაც მოგვიანებით აღწერა მათი ურთიერთობა თავის წიგნში "შვიდი წელი ტიბეტში".
ჩინეთის შემოჭრიდან დევნილობამდე [რედაქტირება]
1912 წლიდან ტიბეტი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთისგან განსხვავებით, ტიბეტმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთში კი ხელისუფლებაში მოსული კომუნისტები, მაო ძედუნის მეთაურობით ტიბეტს საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევდნენ. ტიბეტი მკაცრ იზოლაციურ პოლიტიკას ატარებდა და პრაქტიკულად არცერთ ქვეყანასთან არ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები და არც გაეროში იყო გაწევრიანებული, რამაც ჩინეთს გაუადვილა საქმე.
1949 წლის მიწურულს ტიბეტისთვის ცხადი გახდა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე. ჩამორჩენილ ტიბეტს ჩინური აგრესიის შეჩერების პრაქტიკულად არანაერი შანსი არ ჰქონდა. 1950 წელს ჩინეთის წითელი არმია შემოიჭრა ტიბეტში და დაიკავა ქვეყნის აღმოსავლეთი. ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება მხოლოდ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა. ამ დროს დალაი ლამა ჯერ არ იყო სრულწლოვანი და ქვეყანას მის ნაცვლად რეგენტი მართავდა. ტიბეტელები გამოდიოდნენ ძალაუფლების დალაი ლამისთვის გადაცემის მოთხოვნით, ხალხი მას, როგორც უკანასკნელ იმედს აღითქვამდა. 17 ნოემბერს 16 წლის დალაი ლამა ოფიციალურად გახდა ქვეყნის მმართველი და მთავრობის მეთაური, მაგრამ ჩინეთის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.
1954 წელს დალაი ლამა ჩავიდა პეკინში მაო ძედუნთან და კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 1956 წელს იგი ინდოეთში ჩავიდა ბუდას 2500 წლის აღსაღნიშნავად, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს შეხვდა.
1959 წლის ზამთარში, ლოცვის ფესტივალზე მონლამზე, ლჰასას მთავარ ტაძარში დალაი ლამას საბოლოო გამოცდა ჩატარდა 20 000 ბერის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მან ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.
დალაი ლამას სამშვიდობო ინიციატივები გაბათილებულ იქნა პეკინის ხისტი პოლიტიკით აღმოსავლეთ ტიბეტში, რამაც მალევე დიდი არეულობა და ანტი ჩინური აჯანყებები გამოიწვია ტიბეტში. 1959 წლის 10 მარტს ლჰასაში დაიწყო უპრეცენდენტო მაშტაბის აჯანყება, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ ჩინელების ტიბეტიდან წასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. აჯანყება ჩინეთის არმიამ სასტიკად ჩაახშო. დალაი ლამა იძულებული გახდა დაეტოვებინა ტიბეტი და მან თავი ინდოეთს შეაფარა, სადაც მან და კიდევ 80 000 ტიბეტელმა პოლიტიკური დევნილების სტატუსი მიიღეს. მას შემდეგ ტიბეტის დევნილი მთავრობა ქალაქ დჰარმსალაში განთავსდა, რომელსაც ტიბეტელები პატარა ლჰასას უწოდებენ.
დევნილობის პერიოდში პოლიტიკური მოღვაწეობა [რედაქტირება]
დევნილობის პირველ წლებში დალაი ლამა არაერთხელ მიმართავდა გაეროს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს ძალისხმევა გამოეჩინათ ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით. შედეგად გაერომ მიიღო 3 რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩინეთს დაეცვა ტიბეტში ადამიანთა უფლებები.
დალაი ლამა მიიჩნევდა რომ მისი უპირველესი ვალია გადაარჩინოს ტიბეტური კულტურა, ამიტომ შეიქმნა ტიბეტელი ლტოლვილების კომპაქტური დასახლებები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც სასოფლო მეურნეობა გახდა. ამან საშუალება მისცათ ტიბეტელებს საკუთარ კულტურაში აღეზარდათ ახალი თაობა. 1959 წელს შეიქმნა ტიბეტური დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი (TIPA) და უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. ამის გარდა აშენდა 200 მონასტერი.
1963 წელს დალაი ლამამ მიიღო ტიბეტის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძვნება ბუდისტურ პრინციპებს და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციას, როგორც მომავალი დამოუკიდებელი ტიბეტის მოდელი. მოხდა ტიბეტის პარლამენტის არჩევაც.
1987 წელს აშშს კონგრესის თათბირზე დალაი ლამამ წარადგინა 5 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის თანახმადაც ტიბეტში უნდა დაცულიყო ადამიანის უფლებები, დამყარებულიყო დემოკრატია, უნდა შეწყვეტილიყო ჩინელების მასიური გადმოსახლება, ბირთვული იარაღის წარმოება და რადიოაქტიული ნარჩენების დამარხვა, ხოლო ამის შემდეგ დაწყებულიყო ტიბეტის მომავალზე სერიოზული საუბარი. შემდეგ 1988 წელს სტრასბურგში მან უფრო გააფართოვა მოთხოვნები, დაამატა ტიბეტის თვითმმართველობა ჩინეთის შემადგენლობაში, თუმცა ჩინეთის მწვავე კრიტიკის გამო, ტიბეტის დევნილმა მთავრობამ უარყო ეს უკანასკნელი მოთხოვნა 1991 წელს.
იმავე 1991 წელს დალაი ლამამ გამოთქვა ტიბეტის მონახულების სურვილი, სიტუაციის შესაფასებლად. 2001 წელს პირველად დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით არჩეულ იქნა ტიბეტის კალონ ტრიპა (პრემიერ მინისტრი). დალაი ლამამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ იგი უკვე ნახევრად გადამდგარია და ტიბეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აღარ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას, ხოლო იარსებებს თუ არა დალაი ლამას ინსტიტუტი მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ტიბეტელთა გადასაწყვეტია[1].
ჯილდოები
| თარიღი |
ჯილდო |
დამჯილდოვებელი |
ქვეყანა |
| 1957 |
წერილების დოქროტი |
ბერანას ინდური უნივერსიტეტი |
ინდოეთი |
| 31 აგვისტო 1959 |
რამონ მაგაისაის სახელობის ჯილდო საზოგადოების ლიდერობისთვის |
რამონ მაგაისაის საზოგადოება |
ფილიპინები |
| 16 სექტემბერი 1959 |
ადმირალ რიჩარდ ბერდის მემორიალი |
ინტ'ლ გადარჩენის საზოგადოება |
აშშ |
| 23 იანვარი 1969 |
ლინკოლნის ჯილდო
ლაკეტის ჯილდო |
ამერიკის კვლევის ინსტიტუტი |
აშშ
ნორვეგია |
| 17 ივნისი 1979 |
სპეციალური მედალი |
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო აზიის ბუდისტთა საბჭო მშვიდობისთვის |
მონღოლეთი |
| 17 სექტემბერი 1979 |
ღვთაებრიობის დოქტორი |
კაროლ კოლეჯი, ვოკეში |
აშშ |
| 27 სექტემბერი 1979 |
ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორი |
აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტი |
აშშ |
| 4 ოქტომბერი 1979 |
ჰუმანიტარობის დოქტორი |
სიეტლის უნივერსიტეტი |
აშშ |
| 19 ოქტომბერი 1979 |
თავისუფლების მატარებელი |
გილბერტ დი ლუჩია, ტიბეტის მეგობრები |
აშშ |
| 16 იანვარი 1984 |
საპატიო დოქტორის ხარისხი |
პარიზის უნივერსიტეტი |
საფრანგეთი |
| 28 სექტემბერი 1987 |
ალბერტ შვაიზერის ჰუმანიტარული ჯილდო |
ადამიანთა ქცევის ფონდი |
აშშ |
| 16 ივნისი 1988 |
ლეოპოლდ ლუკასის ჯილდო |
ტუბინგენის უნივერსიტეტი |
დ. გერმანია |
| 21 ივნისი 1989 |
რაულ ვალენბერგის კონგრესის ადამიანთა უფლებების ჯილდო |
ადამიანთა უფლებების ფონდი |
ნორვეგია |
| 23 სექტემბერი 1989 |
გაჭირვების დროს მტკიცედ დგომის აღიარება |
მსოფლიო მართვის საბჭო |
აშშ |
| 4 დეკემბერი 1989 |
Prix de la Memoire |
დანიელ მიტერანის ფონდი |
საფრანგეთი |
| 10 დეკემბერი 1989 |
ნობელის პრემია მშვიდობისთვის |
ნორვეგიის ნობელის კომიტეტი |
ნორვეგია |
| 14 იანვარი 1990 |
ღვთაებრიობის დოქტორი |
უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი |
ინდოეთი |
| 8 დეკემბერი 1990 |
Doctor Honoris Causa |
კარნატაკას უნივერსიტეტი |
ინდოეთი |
| 6 აპრილი 1991 |
დამსახურებული მშვიდობისმყოფელის ჯილდო |
ბირთვული ეპოქის მშვიდობის ფონდი |
აშშ |
| 25 მარტი 1991 |
შირომანის ჯილდო |
შირომანის ინსტიტუტი დელი |
ინდოეთი |
| 17 აპრილი 1991 |
ადამიანის თავისუფლებისთვის მებრძოლის ჯილდო |
თავისუფლების სახლი, ნიუ-იორკი |
აშშ |
| 23 აგვისტო 1991 |
მშვიდობის და ერთიანობის ჯილდო |
ეროვნოლი მშვიდობის კონფერენცია, დელი |
ინდოეთი |
| 10 ოქტომბერი 1991 |
გაერთიანებული დედამიწის პრიზი |
კლაუს ნობელის გაერთიანებული დედამიწა |
აშშ |
| 10 ოქტომბერი 1991| |
სიცოცხლის ბორბლის ჯილდო |
გაგების ტაძარი, ნიუ-იორკი |
აშშ |
| 16 თებერვალი 1992 |
წმინდა ფილოსოფიის დოქტორი |
ლაფაეტის უნივერსიტეტი, ავრორა |
აშშ |
| 5 მაისი 1992 |
სამართლის დოქტორი |
მელბურნის უნივერსიტეტი |
ავსტრალია |
| 6 ივნისი 1992 |
Doctor Honoris Causa |
რიო დე ჟანეიროს უნივერსიტეტი |
ბრაზილია |
| 11 სექტემბერი 1992 |
საპატიო პროფესორი |
კალმიკიის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
კალმიკია |
| 17 სექტემბერი 1992 |
საპატიო პროფესორი |
ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რუსეთი |
| 14 მარტი 1993 |
თავისუფლებისთვის სიმამაცის საერთაშორისო ჯილდო |
თავისუფლების კოალიცია, მელბურნი |
ავსტრალია |
| 20 მარტი 1994 |
უნივერსიტეტის მეგობარი |
ებრაული უნივერსიტეტი, იერუსალიმი |
ისრაელი |
| 25 აპრილი 1994 |
ჰუმანური წერილების დოქტორი |
ბერეის კოლეჯი, ბერეა |
აშშ |
| 26 აპრილი 1994 |
ჰუმანური წერილების და ხელოვნების დოქტორი |
კოლუმბიის უნივერსიტეტი |
აშშ |
| 27 აპრილი 1994 |
მსოფლიოს მშვიდობის დაცვის ყოველწლიური ჯილდო |
ნიუ-იორკის იურისტთა ალიანსი |
აშშ |
| 4 ივნისი 1994 |
ფრანკლინ რუზველტის თავისუფლების მედალი |
ფრანკლინ და ელეონორა რუზველტების ინსტიტუტი |
აშშ |
| 2 იანვარი 1995 |
წერილების დოქტორი |
ნაგპურის უნივერსიტეტი |
ინდოეთი |
| 5 აპრილი 1995 |
ბუდიზმის ფილოსოფიის დოქტორი |
რიშოს უნივერსიტეტი, ტოკიო |
იაპონია |
| 26 ივლისი 1996 |
პრეზიდენტის წარჩინების მედალი |
ინდიანას უნივერსიტეტი, ბლუმინქტონი |
აშშ |
| 23 მარტი 1997 |
Doctor of Honoris Causa |
ჩუ სან უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი |
ტაივანი |
| 23 მარტი 1997 |
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნული სუნ იატ-სენის უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი |
ტაივანი |
| 31 მაისი 1997 |
Doctor Honoris Causa |
კოლორადოს უნივერსიტეტი |
აშშ |
| 1 ივნისი 1997 |
Doctor Honoris Causa |
რეგისის უნივერსიტეტი, დენვერი |
აშშ |
| 11 სექტემბერი 1997 |
საერთაშორისო დიპლომატიური მეცნიერებების დოქტორი |
ტრიესტის უნივერსიტეტი |
იტალია |
| 25 ნოემბერი 1997 |
პაულოს მარ გრეგორიოუსის ჯილდო |
პაულოს მარ გრეგორიოუსის კომიტეტი |
ინდოეთი |
| 8 მაისი 1998 |
ჯულიეტ ჰოლისტერის ჯილდო |
ჯულიეტ ჰოლისტერის ფონდი, ნიუ-იორკი |
აშშ |
| 8 მაისი 1998 |
ჰუმანიტარული წერილების დოქტორი |
ბრანდეისის უნივერსიტეტი, ბოსტონი |
აშშ |
| 11 მაისი 1998 |
ღვთაებრიობის დოქტორი |
ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა |
აშშ |
| 15 მაისი 1998 |
სამართლის დოქტორი |
ვინსკონსინის უნივერსიტეტი |
აშშ |
| 11 ნოემბერი 1998 |
Doctor Honoris Causa |
სელტონ ჰილ კოლეჯი, გრინსბურგი |
აშშ |
| 7 აპრილი 1999 |
Doctor Honoris Causa |
ბრაზილიის უნივერსიტეტი |
ბრაზილია |
| 9 აპრილი 1999 |
Doctor Honoris Causa |
ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი |
არგენტინა |
| 16 აპრილი 1999 |
ტეოლოგიის დოქტორი |
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი |
აშშ |
| 12 ოქტომბერი 1999 |
ბოდდჰის ჯილდო |
ამერიკული ბუდისტური კონგრესი |
აშშ |
| 24 ნოემბერი 1999 |
სიცოცხლის მიღწევის ჯილდო |
ჰადასა ქალთა სიონიზმი |
ისრაელი |
| 12 დეკემბერი 1999 |
დივალიბენ მოჰანლალ მეჰტას ჯილდო საერთაშორისო მშვიდობისთვის და ჰარმონიისთვის |
დივალიბენ მოჰანლალ მეჰტას საქველმოქმედო ნდობა |
ინდოეთი |
| 16 ოქტომბერი 2000 |
Doctor Honoris Causa |
კომენიუსის უნივერსიტეტი, ბრატისლავა |
სლოვაკეთი |
| 10 ივნისი 2001 |
Ecce homo Order |
Kancelaria Kapituly Orderu |
პოლონეთი |
| 26 ნოემბერი 2001 |
Doctor Honoris Causa |
ლუსიადა პორტოს უნივერსიტეტი |
პორტუგალია |
| 5 დეკემბერი 2001 |
Doctor Honoris Causa |
ტრომსოს უნივერსიტეტი |
ნორვეგია |
| 21 მაისი 2002 |
მშვიდობის ჯილდო 2000 |
ავსტრალიის გაეროს ასოციაცია |
ავსტრალია |
| 6 ივლისი 2002 |
წლის ადამიანი |
ხორვატიის აკადემიური საზოგადოება |
ხორვატია |
| 14 ოქტომბერი 2002 |
ადამიანთა უფლებების პრიზი |
გრაცის უნივერსიტეტი |
ავსტრია |
| 7 ნოემბერი 2002 |
Doctor Honoris Causa |
მონღოლეთის ეროვნული უნივერსიტეტი |
მონღოლეთი |
| 7 ნოემბერი 2002 |
Doctor Honoris Causa |
მონღოლეთის მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი |
მონღოლეთი |
| 5 დეკემბერი 2002 |
ბასავაშრის ჯილდო |
ბასავაკენდრა, სრი მურუგა მათი, ჩიტრადურგა |
ინდოეთი |
| 3 ივნისი |
მანფრედ ბიორკისტის მედალი |
სიგტუნას ფონდი |
შვედეთი |
| 5 სექტემბერი 2003 |
Doctor Honoris Causa |
სან ფრანცისკოს უნივერსიტეტი |
აშშ |
| 19 სექტემბერი 2003 |
ადამიანთა უფლებების ჯილდო |
ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ლიგა |
აშშ |
| 9 ოქტომბერი 2003 |
ადამიანთა უფლებების პოპულარიზაციისთვის ჯილდო |
ჯაიმე ბრუნეტის ფონდი, მადრიდი |
ესპანეთი |
| 16 აპრილი 2004 |
მოქალაქეთა მშვიდობის მშენებლობის მეორე ჯილდო |
კალიფორნიის უნივერსიტეტი |
აშშ |
| 19 აპრილი 2004 |
Doctor Honoris Causa |
ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი, ვანკუვერი |
კანადა |
| 20 აპრილი 2004 |
Doctor Honoris Causa |
სიმონ ფრაზერის უნივერსიტეტი |
კანადა |
| 27 აპრილი 2004 |
Doctor Honoris Causa |
ტორონტოს უნივერსიტეტი |
კანადა |
| 27 აპრილი 2004 |
საერთაშორისო აჩარია სუშილ კუმარის მშვიდობის ჯილდო |
ტორონტოს უნივერსიტეტი |
კანადა |
| 28 აპრილი 2004 |
ჰემფრის მემორიალის ჯილდო ბუდიზმის სამსახურისთვის |
დიდი ბრიტანეთის ბუდისტთა საზოგადოება |
დიდი ბრიტანეთი |
| 18 სექტემბერი 2004 |
Doctor Honoris Causa |
ნოვა სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტი, მაიამი |
აშშ |
| 23 სექტემბერი 2004 |
Doctor Honoris Causa |
მაიამის უნივერსიტეტი |
აშშ |
| 24 სექტემბერი 2004 |
Doctor Honoris Causa |
პუერტო-რიკოს უნივერსიტეტი |
პუერტო რიკო |
| 27 სექტემბერი 2004 |
Doctor Honoris Causa |
კოსტა რიკას უნივერსიტეტი |
კოსტა რიკა |
| 5 ოქტომბერი 2004 |
ოქროს მედალი |
მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტი |
მექსიკა |
| 5 ოქტომბერი 2004 |
Doctor Honoris Causa |
Universidad Iberoamericana |
მექსიკა |
| 27 ივლისი 2005 |
ჰესენის მშვიდობის პრიზი |
ჰესენის პარლამენტი, ვაისბადენი |
გერმანია |
| 12 აგვისტო 2005 |
მანჰაის მშვიდობის პრიზი |
მანჰაის ფონდი |
სამხრეთ კორეა |
| 25 სექტემბერი 2005 |
Doctor Honoris Causa |
რაჯერსის უნივერსიტეტი, ნიუ ჯერსი |
აშშ |
| 6 ნოემბერი 2005 |
შთაგონების და გულმოწყალების ჯილდო |
ამერიკის ჰიმალაების ფონდი, სან ფრანცისკო |
აშშ |
| 16 თებერვალი 2006 |
ბენ გურიონის ნეგევის ჯილდო |
ბენ გურიონის სახ. უნივერსიტეტი, ბეერ შევა |
ისრაელი |
| 4 მაისი 2006 |
Doctor Honoris Causa |
სანტიაგოს უნივერსიტეტი |
ჩილე |
| 9 სექტემბერი 2006 |
საპატიო მოქალაქეობა |
კანადა |
კანადა |
| 19 სექტემბერი 2006 |
Doctor Honoris Causa |
ბუფალოს უნივერსიტეტი ნიუ-იორკი |
აშშ |
| 14 ოქტომბერი 2006 |
Doctor Honoris Causa |
რომის უნივერსიტეტი |
იტალია |
| 10 დეკემბერი 2006 |
თეთრი ლოტუსის ორდენი |
კალმიკია |
რუსეთი |
| 9 მაისი 2007 |
Doctor Honoris Causa |
სმიტის კოლეჯი |
აშშ |
| 12 მაისი 2007 |
BILD ჯილდო |
BILD ჟურნალი |
გერმანია |
| 8 ივნისი 2007 |
Doctor Honoris Causa |
სამხრეთის ჯვრის უნივერსიტეტი |
ავსტრალია |
| 20 სექტემბერი 2007 |
Doctor Honoris Causa |
მიუენსტერის უნივერსიტეტი |
გერმანია |
| 8 ოქტომბერი 2007 |
აჰიმსას ჯილდო |
ჯაიანიზმის ინსტიტუტი |
დიდი ბრიტანეთი |
| 17 ოქტომბერი 2007 |
აშშ-ს კონგრესის ოქროს მედალი |
აშშ კონგრესი |
აშშ |
| 22 ოქტომბერი 2007 |
საპრეზიდენტო წარჩინებული პროფესორი |
ემორის უნივერსიტეტი |
აშშ |
| 14 აპრილი 2008 |
Doctor Honoris Causa |
ვაშინგტონის უნივერსიტეტი, სიეტლი |
აშშ |
| 13 ივლისი 2008 |
Doctor Honoris Causa |
ლეგის უნივერსიტეტი |
აშშ |
| 8 დეკემბერი |
Doctor Honoris Causa |
იაგელონიის უნივერსიტეტი |
პოლონეთი |
|
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე:
- ↑ დალაი ლამას ინტერვიუ