კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი
ვიკიპედიიდან
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (The Intergovernmental Panel on Climate Change; IPCC) დაარსდა 1988 წელს გაერთიანებული ერების ორი ორგანიზაციის — მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის - მიერ ადამიანთა ზეგავლენით მომხდარი კლიმატის ცვლილების რისკის შესაწავლდა. 2002 წლიდან ჯგუფს ხელმძღვანელობს რაჯენდრა პაჩაური.
ორგანიზაცია არ ატარებს კვლევებს და არც მონიტორინგს ატარებს კლიმატზე ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე ფენომენზე. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გაეროს კლიმატის ცვლილებაზე ჩარჩო კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნებაა. ორგანიზაცია საკუთარი შეფასებას ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურაში ექსპერტთა მიერ გადამოწმებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა.
2007 წელს ჯგუფი დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით ალბერტ გორთან ერთად.

