პაგუოშის კონფერენციები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაგუოშის კონფერენციები, მეცნიერთა საერთაშორისო შეხვედრები მშვიდობის, განიარაღების, საერთაშორისო უშიშროებისა და სამეცნიერო თანამშრომლობისათვის, მსოფლიოს თერმობირთვული ომის თავიდან ასაცილებლად. კონფერენციის მოწვევის ინიციატივა ეკუთვნის მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ მეცნიერთა ჯგუფს (ა. აინშტაინი, ფ. ჟოლიო-კიური, ბ. რასელი და სხვები). 1955 წელს მათ მოწოდებით მიმართეს ყველა ქვეყნის მეცნიერებებს, ხმა აემაღლებინათ ატომური ენერგიის სამხედრო მიზნით გამოყენების წინააღმდეგ.

1957 წლის ივლისში აშშ-ის საზოგადო მოღვაწისა და მრეწველის ს. იტონის აქტიური მხარდაჭერით მის სამშობლოში პაგუოშში (Pugwash, კანადა; აქედან სახელწოდება) შედგა I პაგუოშის კონფერენცია, შეიქმნა პაგუოშის მუდმივი კომიტეტი (ადგილსამყოფელი ქ. ლონდონი).

ლიტერატურა[რედაქტირება]