უნგრული ფორინტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უნგრული ფორინტი
უნგრ. forint
20 000 უნგრული ფორინტი
20 000 უნგრული ფორინტი
კოდი ISO 4217 HUF
ქვეყანა უნგრეთი
ოფიციალური
მომხმარებლები
უნგრეთის დროშა უნგრეთი
შედგება 100 ფილერი
სიმბოლო ƒ • Ft • F
მონეტები 5, 10, 20, 50, 100, 200 ფორინტი;
ბანკნოტები 500, 1000, 2000, 5000, 10 000, 20 000 ფორინტი;
ცენტრალური ბანკი უნგრეთის ეროვნული ბანკი
საიტი [3]
გაცვლითი კურსი
( 2011 15 თებერვალი თვის)
1 USD = 197,90 HUF
1 EUR = 269,68 HUF
1 GBP = 319,99 HUF

უნგრული ფორინტი (უნგრ. forint) — ფულის ერთეული უნგრეთში.

  • 1 უნგრული ფორინტი შედგება 100 ფილერისგან;
  • კოდი ISO 4217 — HUF;
  • გრაფიკული სიმბოლო — ƒ • Ft • F;
  • ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით: 500, 1000, 2000, 5000, 10 000, 20 000 ფორინტი;
  • მონეტები ნომინალით: 5, 10, 20, 50, 100, 200 ფორინტი;

ისტორია[რედაქტირება]

1342-1382 წლებში მოჭრილი მონეტა

შუა საუკუნეების ევროპული ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრი ფლორენცია იყო. სწორედ აქ იჭრებოდა დიდი რაოდენობით ოქროს მონეტები და სწორედ ამ ქალაქის სახელს უკავშირდება თანამედროვე უნგრეთის ფულის ერთეულის, ფორინტის სახელწოდებაც. 1252 წლიდან ფლორენციაში მოჭრილ ოქროებს «Florino d’oro» ეწოდებოდა, რაც მოგვიანებით უნგრეთშიც გავრცელდა და უნგრულ ოქროს ვალუტას “ფლორენტინუსი” ეწოდა. აღნიშნულმა სახელმა თანდათან სახეცვლილება განიცადა და თანამედროვე ჟღერადობა - ფორინტი მიიღო. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამ სახელწოდებით ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ვალუტა გამოდიოდა. მას ხშირად ავსტრო-უნგრულ გულდენს ან ავსტრიულ ფლორინსაც უწოდებდნენ.

ფორინტი აღდგენილ იქნა 1946 წლის 18 აგვისტოს უნგრეთის კომუნისტური პარტიის მიერ, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მინისტრთა კაბინეტს აკონტროლებდა. ფორინტის ხელახალ შემოღებამდე უნგრეთის ვალუტას პენგო ერქვა, რომელიც ფორინტზე ასტრონომიული კურსით გაიცვალა. გაცვლითი კურსი პრაქტიკულად წარმოსახვითი იყო, რადგან მისი მიხედვით 1 ფორინტი მანამდე მიმოქცევაში არსებული ფულის ანუ პენგოს სრულ მოცულობაზე მეტი იყო.

ხელახლა გამოჩენის შემდეგ, ფორინტი გარკვეული პერიოდი სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა შემდეგ, სოციალისტური სახელმწიფო სისტემის ეფექტურობის დაცემასთან ერთად, საკუთარი მსყიდველობითი უნარის კარგვა დაიწყო. 80-იანი წლების ბოლოს დემოკრატიული გარდაქმნების პარალელურად, ფორინტი ინფლაციის საკმაოდ მაღალი ნიშნულით 35%-ით გამოირჩეოდა, რის გამოც ფაქტობრივად ხმარებიდან გაქრა ფორინტის მონეტები. თუმცა მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება მაინც მოხერხდა საბაზრო ეკონომიკის კუთხით გადადგმული მკვეთრი ნაბიჯების ხარჯზე.

2012 - 2014 წლებს შორის ქვეყანაში ეკონუმიკური სიტუაციის მიხედვით ფორინტი შეიძლება შეიცვალოს ევროთი. 2008 წლის 26 თებერვლიდან ფორინტი მიბმულია ევროზე.

მონეტები[რედაქტირება]

1946 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 2, 10, 20 ფილერი და 1, 2, 5 ფორინტი. 5 ფრინტიანი ვერცხლის მონეტა მიმქცევაში შევიდა მხოლოდ მომდევნო წელს, მაგრამ მოგვიანებით ის ამოღებული იქნა მიმოქცევიდან. 5 და 50 ფილერი გამოშვებული იქნა 1948 წელს. 1967 წელს 5 ფრინტიანი მონეტა აღადგინეს, შემდეგ 1971 წელს გამოუშვეს 10 ფორინტიანი მონეტა, 1982 წელს კი 20 ფორინტი.

1992 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტების ახალი სერია ნომინალით: 2, 5, 10, 20, 50 ფილერი და 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 ფორინტი, ასევე 200 და 500 ფორინტი, რომელიც იჭრებოდა ვერცხლისგან. 1992 წელს შეწყდა 2 და 5 ფილერის გამოშვება, ხოლო 1999 წლოიდან ფილერი ამოღებული იქნა მიმოქცევიდან.

1998 წელს ვერცხლის 200 და 500 ფორინტის გამოშვება შეწყდა (იმის გამო, რომ მათი ნომინალური ღირებულება საკმაოდ დაბალი იყო ძვირფასი ლითონის ღირებულებასთან შედარებით). მონეტები 1 და 2 ფორინტი მიმოქცევაში იმყოფებოდა 2008 წლის 29 თებერვლამდე[1] 2009 წლის 15 ივნისს ახალი მონეტამ 200 ფორინტის ნომინალით შეცვალა იმავე ნომინალის ბანკნოტი.

1949-1989 წლების მონეტების სერია[რედაქტირება]

ნომინალი ავერსი რევერსი მეტალი მასა დიამეტრი გურთი გამოშვების თარიღი
2 ფილერი HUFf 2 1963 reverse.JPG HUFf 2 1963 obverse.JPG ალუმინი 0,65 გ 18 მმ გლუვი 27 მარტი 1950
5 ფილერი HUFf 5 1965 reverse.JPG HUFf 5 1965 obverse.JPG ალუმინი 0,6 გ 17 მმ გლუვი 31 მარტი 1953
10 ფილერი HUFf 10 1950 reverse.JPG HUFf 10 1950 obverse.JPG ალუმინი 0,85 გ 19,1 მმ დაქუცმაცებული 15 დეკემბერი 1950
20 ფილერი HUFf 20 1961 reverse.JPG HUFf 20 1961 obverse.JPG ალუმინი 1,25 გ 21 მმ გლუვი 31 მარტი 1953
50 ფილერი HUFf 50 1966 reverse.JPG HUFf 50 1966 obverse.JPG ალუმინი 1,4 გ 22 მმ გლუვი 31 მარტი 1953
1 ფორინტიt HUFcoin 1 1949 reverse.JPG HUFcoin 1 1949 obverse.JPG ალუმინი 1,5 გ 23,7 მმ დაქუცმაცებული 15 ნოემბერი 1949
2 ფორინტი HUFcoin 2 1952 reverse.JPG HUFcoin 2 1952 obverse.JPG სპილენძი - ნიკელი 5 გ 25 მმ ორნამენტებით გაფორმებული 20 იანვარი 1950
5 ფორინტიt HUFcoin 5 1967 reverse.JPG HUFcoin 5 1967 obverse.JPG სპილენძი-ნიკელი-თუთია 7,4გ 27,5მმ დაქუცმაცებული 30 ივნისი 1972
10 ფორინტი HUFcoin 10 1972 reverse.JPG HUFcoin 10 1972 obverse.JPG ნიკელი 8,83გ 28მმ ორნამენტებით გაფორმებული 1 ივნისი 1971
20 ფორინტი HUFcoin 20 1989 reverse.JPG HUFcoin 20 1989 obverse.JPG სპილენძი, ნიკელი 7,06გ 26,8მმ დაქუცმაცებული 18 აპრილი 1983

ბანკნოტები[რედაქტირება]

1946 წელს უნგრეთის ეროვნულმა ბანკმა (Magyar Nemzeti Bank) გამოუშვა ბანკნოტები 10 და 100 ფორინტი. უფრო მაღალი ხარისხის ბანკნოტების ახალი სერია (10, 20 და 100 ფორინტი) მიმოქცევაში შევიდა 1947 - 1948 წლებში. 1953 წელს დაემატა 50 ფორინტიანი ბანკნოტი, 1970 წელს 500 ფორინტი, 1983 წელს 1000 ფორინტი და 1991 წელს 5000 ფორინტი.

1997 წელს მიმოქცევაში შევიდა სრულიად ახალი დიზაინის ბანკნოტების სერია ნომინალით: 200, 500, 1000, 2000, 5000, 10 000 და 20 000 ფორინტი. ყოველ ბანკნოტის ავერსზე გამოსახულია უნგრელი ლიდერები ან პოლიტიკოსები, ხოლო რევერსზე მასთან დაკავშირებული ადგილი ან ღონისძიებები. არცერთ ბანკნოტზე არ არის ჭვირნიშანი, მაგრამ ჩაშენებული არის უსაფრთხოების ვერტიკალური ხაზი. 1000, 5000, 10 000 და 20 000 ფორინტი დაცულია ჰოლოგრაფიული დამცავი ფენით, რომლის საერთო ზომა 154 × 70 მმ შეადგენს. ბანკნოტები იბეჭდება უნგრეთში ქალაქ ბუდაპეშტში «Hungarian Banknote Printing Shareholding Company»[2] მიერ.

ამჟამად მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები[რედაქტირება]

ამჟამად მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები
სურათი ნომინალი ფერი გამოშვების თარიღი
ავერსი რევერსი
HUF 500 1998 obverse.jpg HUF 500 1998 reverse.jpg 500 ნარინჯისფერი 1 დეკემბერი 1998
HUF 1000 2002 obverse.jpg HUF 1000 1998 reverse.jpg 1000 ცისფერი 10 აპრილი 2006
HUF 2000 1998 obverse.jpg HUF 2000 1998 reverse.jpg 2000 ყავისფერი 1 თებერვალი 1998
HUF 5000 1999 obverse.jpg HUF 5000 1999 reverse.jpg 5000 იასამნისფერი, მწვანე 1 აპრილი 1999
HUF 10000 1998 obverse.jpg HUF 10000 1998 reverse.jpg 10 000 წითელი 1 ივლისი 1997
HUF 20000 2004 obverse.jpg HUF 20000 2004 reverse.jpg 20 000 ნაცრისფერი 1 თებერვალი 2001

მოქმედი სამახსოვრო ბანკნოტები[რედაქტირება]

მოქმედი სამახსოვრო ბანკნოტები
სურათი ნომინალი ზომა ფერი Description თარიღი
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი ღონისძიება დაბეჭდვის თარიღი გამოშვების თარიღი
500Ft2006front.JPG 500 HUF - 50th anniversary of the Hungarian revolution 1956.jpg 500 ფორინტი 154 × 70 მმ ნარინჯისფერი ფერენც რაკოზი II უნგრეთის პარლამენტის შენობა და 1956 წლის აჯანყების დროშა 1956 წელს უნგრეთის აჯანყების 50 წლის თავი 2006 20 ოქტომბერი 2006
HUF 1000 2000 Millennium obverse.jpg HUF 1000 1998 reverse.jpg 1000 ფორინტი 154 × 70 მმ ცისფერი მეფე მათიაშ I ჰერკულესის შადრევანი ვიშეგრადის სასახლეში. მილენიუმი 2000 1 ნოემბერი 2000
HUF 2000 2000 obverse.jpg HUF 2000 2000 reverse.jpg 2000 ფორინტი 154 × 70 მმ ყავისფერი წმინდა იშტვანის გვირგვინი ძულა ბენცური სურათი: «იშტვან I» მილენიუმი უნგრეთის ისტორია 20 აგვისტო 2000 20 აგვისტო 2000

ისტორიული გაცვლითი კურსი[რედაქტირება]

გაცვლითი კურსი (1 XXX = ? HUF)
თარიღი EUR GBP USD
2010-07-16 282.09 [4] 333.93 218.23
2009-10-01 269.92 295.53 185.18
2009-03-06 316.00[5] 354.32 249.29
2009-01-01 265.73 277.65 189.95
2008-10-22 278.64 353.36 216.85
2008-07-18 229.11 [6] 288.06 144.44
2007-01-01 251.63 374.80 191.07
2006-01-01 252.65 367.55 213.22
2005-01-01 244.66 346.95 180.755
2004-01-01 261.83 371.59 206.83
2003-01-01 235.74 361.88 225.09
2002-01-01 244.75 395.45 271.88
2001-01-01 264.58 417.70 279.62
2000-01-01 254.47 407.22 248.82
1998-01-01 - 335.98 205.18
1995-01-01 - 173.30 110.75
1993-01-01 - 126.99 84.41
1990-01-01 - 100.23 62.54

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

მსოფლიოს ვალუტები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. [1] 1 and 2 forint coins are withdrawn from use from 1 March 2008.
  2. [2] Hungarian Banknote Printing Shareholding Company.