გრამინ ბანკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუჰამედ იუნუსი, ბანკის დამფუძნებელი.

გრამინ ბანკი (ინგლ. Grameen Bank, ბანგლა: গ্রামীণ ব্যাংক) — მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაფუძნებული ბანგლადეშში, რომელიც მცირე ზომის სესხებს (მიკროკრედიტი) გასცემს უკიდურესად ხელმოკლე მოსახლეობისთვის თავდების მოთხოვნის გარეშე. სისტემა ემყარება მოსაზრებას, რომ ღარიბ მოსახლეობას გააჩნია უნარ-ჩვევები, რომლებიც მათი ხელმოკლეობის გამო გამოუყენებელი რჩება. მიკროკრედიტების პარალელურად ბანკს გააჩნია სადეპოზიტო ანგარიშები, აწარმოებს სხვა საბანკო ოპერაციებს და მართავს რამდენიმე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ საწარმოს, მათ შორის საფეიქრო, სატელეფონო და ენერგეტიკულ კომპანიებს. ორგანიზაცია და მისი დამფუძნებელი, მუჰამედ იუნუსი, 2006 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდნენ.

ამ მიკროსაფინანო ორგანიზაციის, ერთერთი გახმაურებული და საკმაოდ წარმატებული პროექტი ითვალისწინებდა, ხურდა ფულის სახით შემოწირულობების მოკრების მიზნით, - ჩვეულებრივი (ნახმარი) ცარიელი, პლასტიკური ბოთლების განთავსებას სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოების შეკრების ადგილებში. ამ გზით, მისმა დამფუძნებელმა მიაღწია მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსის მობილიზებას, რომელიც შემდგომში მისი განვითარების საფუძველი გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]