რიგობერტა მენჩუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიგობერტა მენჩუ

რიგობერტა მენჩუ (ესპ. Rigoberta Menchú Tum დ. 9 იანვარი, 1959, კიჩე, გვატემალა) — გვატემალის ადგილობრივი მოსახლეობის, მაიას ჯგუფის კიჩეს ხალხის წარმომადგენელი. უფლებათა დამცველი, გვატემალის ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისათვის მებრძოლი, 1992 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების საქმეში, ასტურიის პრინცის პრემიის 1998 წლის ლაურეატი. იუნესკოს კეთილი ნების ელჩი. ავტორი ავტობიოგრაფიული წიგნისა „მე, რიგობერტა მენჩუ“ (1983) და „საზღვრების გადაკვეთა.“

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაწყებითი განათლება რამდენიმე კათოლიკურ სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა 1960-1996 წლებში გვატემალის სამოქალაქო ომში გვატემალელი ჯარისკაცების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის აქტიური წევრი.

1981 წელს გაიქცა მექსიკაში.

1982 წელს მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე მქვია რობერტა მენჩუ, ასე დაიბადა ჩემი სინდისი“ (ესპ. Me llamo Rigoberta Menchú y así me nació la conciencia), რომელიც შედგენილია მისი ინტერვიუების საფუძველზე. წიგნის რედატორია ვენესუელელი ჟურნალისტი ელისაბედ ბურგოსი. წიგნი ინგლისურად ითარგმნა სათაურით „I, Rigoberta Menchú“, რამაც წარმატება მოუტანა ავტორს.

1991 წელს მონაწილეობდა გაეროს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დეკლარაციის შემუშავებაში. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო ბრძოლა გვატემალის ხუნტის წინააღმდეგ, ძირითადად სასამართლოების გზით.

მენჩუ მოღვაწეობდა ასევე მედიცინის სფეროში. დააარსა კომპანიები „Salud para Todos“ („ჯანმრთელობა ყველასათვის“) და „Farmacias Similares“, რომლის დანიშნულებაც იყო მოსახლეობაში წამლების იაფად გავრცელება.

2007 წლის 12 თებერვალს დააარსა საკუთარი პოლიტიკური პარტია და განაცხადა რომ აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამავე წლის 9 სექტემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღო ხმების 3 %[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რიგობერტა მენჩუ

სქოლიო[რედაქტირება]