ანდრია სახაროვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია სახაროვი
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1921
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 14 დეკემბერი, 1989
გარდ. ადგილი მოსკოვი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი

ანდრია (ანდრეი) დიმიტრის ძე სახაროვი (რუს. Сахаров, Андрей Дмитриевич; დ. 21 მაისი 1921, მოსკოვი — გ. 14 დეკემბერი, 1989, მოსკოვი) — საბჭოთა ფიზიკოსი, დისიდენტი და ადამიანთა უფლებების აქტივისტი. 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.[1]

ბიოგრაფია და სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება]

ანდრია სახაროვი დაიბადა მოსკოვში 1921 წლის 21 მაისს. 1938 წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1941 წლის ევაკუაციის შემდეგ, სამამულო ომის პერიოდში აშხაბადში გადავიდა და სწავლაც იქვე დაამთავრა. უნივერსიტეტის შემდეგ ის ულიანოვსკის ლაბორატორიაში გაამწესეს სამუშაოდ. 1945 წელს მოსკოვში ბრუნდება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში თეორიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად. 1947 წელს დაიცვა სადოქტორო ხარისხი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სახაროვი კოსმოსურ გამოსხივებას სწავლობს. 1948 წელს ის მონაწილეობს საბჭოთა ატომური ბომბის პროექტზე იგორ კურჩატოვის ხელმძღვანელობით. პირველი საბჭოთა ატომური მოწყობილობის ტესტირება განხორციელდა 1949 წლის 29 აგვისტოს.

1950 წელს საროვში გადასვლის შემდეგ სახაროვი აქტიურ როლს ასრულებს შემდეგ ეტაპზე - წყალბადის ბომბის დამუშავებაზე. ამ მოწყობილობის პირველი ტესტირება 1953 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ამავე წელს სახაროვი მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს იღებს და მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ხდება. ამავე წელსვე ენიჭება პირველი სოციალისტური შრომის გმირის ორდენი.

სახაროვი აგრძელებს მუშაობას საროვში, წყალბადის ბომბის დამუშავების დასრულებაზე, რომლის ტესტირება 1955 წელს მოეწყო. მასვე ეკუთვნის იდეა კონტროლირებადი ატომური რეაქტორისა „ტოკამაკი“, რომელიც დღემდე რჩება ამ სფეროში ნამუშევრების უმრავლესობის ბაზისად.

სახაროვი და მისი საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია[რედაქტირება]

სახაროვმა შეიმუშავა საბჭოთა კავშირის „ახალი კონსტიტუცია“ - რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის „გარდაქმნისა“ და მისი განახლებულ საკანონმდებლო ბაზაზე შენარჩუნებისათვის[2]

ამონაწერი ჟურნალ „ოგონიოკის“ 1989 წლის #31 გამოცემიდან:

ვიკიციტატა
„სსრკ სახალხო დეპუტატმა აკადემიკოსმა ანდრია დიმიტრის ძე სახაროვმა ჩვენ დაგვიტოვა სსრკ კონსტიტუციის ახალი პროექტი. მასში განხორციელებულია კონფედერაცია, რომელიც სახაროვის აზრით, გაანთავისუფლებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივაში ბევრ წუხარებასა და უბედურებას, მათ შორის უკიდურეს გამწვავებულ საერთოეროვნულ კონფლიქტებს. იდეის არსი შემდგომში მდებარეობს: აუცილებელია იმპერიის ძალადობრივი გაერთიანების უარყოფა (თანასწორობის პრინციპთან ერთად), სუვერენიტეტი, ხალხის თვითგამორკვევა, წარდგენილ იქნას თანასწორი უფლებები კავშირებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში, ავტონომიურ მხარეებსა და ნაციონალურ ოკრუგებში...“

კიდევ ერთი ამონაწერი ჟურნალ „ოგონიოკის“ 1989 წლის #31 გამოცემიდან:

ვიკიციტატა
„კონფედერაციის ერთ-ერთ იდეას სახაროვი ასე განიხილავს: ხოლო უნდა დავიწყოთ, ვიმეორებ, იმპერიის სტრუქტურის მთლიანი დემონტაჟით. მხოლოდ ასე შეიძლება მოგვარდეს ეროვნული პრობლემები მცირე იმპერიებში, რომლებიც, არსებითად, წარმოადგენენ საკავშირო რესპუბლიკებს - მაგალითად, საქართველო, რომელიც შეიცავს აფხაზეთს, ოსეთსა და სხვა ეროვნულ წარმონაქმნებს...“

სახაროვი საქართველოზე[რედაქტირება]

სახაროვს ეკუთვნის 1989 წელს მის ინტერვიუში წარმოთქმული ფრაზა:

ვიკიციტატა
„საქართველო - მცირე იმპერია“, რომელმაც ქართველთა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერისა და დისიდენტის, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატისგან მიუღებელი იყო. სახაროვის ფრაზა „საქართველო — მცირე იმპერია“ შექმნა აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში სეპარატისტული ძალების ბაირაღი და იდეოლოგიური საძირკველი...“

კიდევ ერთი ამონაწერი „ოგონიოკიდან“:[3]

ვიკიციტატა
„საქართველოც მცირე იმპერიაა, როგორც საბჭოთა კავშირი და თუ ქართველ ხალხს აქვს უფლება განთავისუფლდეს იმპერიისგან, მაშინ სხვა ერებსაც, დამოუკიდებლად მათი რიცხოვნობისა, აქვთ თავისუფლების უფლება...“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]