მარტინ ლუთერ კინგი
მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) (ინგლ. Martin Luther King; დ. 15 იანვარი, 1929, ატლანტა, ჯორჯია — გ. 4 აპრილი, 1968, მემფისი, ტენესი) — ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი.
მის გამოსვლებში (რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ორატორული ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა) ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა - იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები, მასიური გამოსვლები და მისთ. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა აქტი უფლებების შესახებ მიღებული კონგრესის მიერ.
მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა "მე მაქვს ოცნება" («I have a dream»), წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახ. 300 ათასი ამერიკელის წინ.
კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The King Center
- "Martin Luther King Jr. Collection", Morehouse College, RWWL
- The Martin Luther King, Jr. Papers Project
- The King Legacy, publishing partnership between Beacon Press and the Estate of Dr. Martin Luther King, Jr.
- Martin Luther King Jr., "A New Sense of Direction (1968)"
- "Martin Luther King Jr.", The Seattle Times
- 1956 Comic Book: Martin Luther King and the Montgomery Story
- Kirk, John A., "Martin Luther King, Jr."
| პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
| მარტინ ლუთერ კინგი ვიკიციტატებში | |
| მარტინ ლუთერ კინგი ვიკისაწყობში |
|
||||||||