მონტანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Montana state flag.png
Map of USA highlighting Montana.png

მონტანა (Montana, Mt), შტატი აშშ-ში, მდებარეობს მთიან რეგიონში. სახელი ესპანურად „მთიანს“ ნიშნავს. მონატანა 1740 წელს გამოკვლეულ იქნა ფრანგი ვერენდრიეს მიერ. 1809 – შეიქმნა პირველი დასახლებები. მე-19 ს-ში მონტანას ოქროს მაძიებლები მოაწყდნენ. 1864 – აშშ-ს ტერიტორია. 1867-1877 – ომები ინდიელებთან. 1889-დან შტატი.

მონტანას ესაზღვრება კანადის პროვინცია ალბერტა და სასკატჩევანი, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, უაიომინგი და აიდაჰო. მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: მონტანას უნივერსიტეტი (დაარსებულია 1893 წ.) და მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი (1893).

  • ფართობი – 377 ათასი.
  • მოსახლეობა – 909 ათასი (თეთრი 92,4 %, აფროამერიკელი 0,3 %, ინდიელი 5,8 %, ლათინურამერიკელი 1,5 %).
  • ქალაქის მოსახლეობა - 52,9 %.
  • ქალაქებიჰელენა (დედაქალაქი), 28 ათასი, ბილინგსი, 91 ათასი, გრეით-ფოლსი, 58 ათასი.
  • თავისებურებებიიელოუსტონის ეროვნული პარკი, ინდიელთა ველის მუზეუმი, სამთო-სათხილამურო კურორტები.