კაპიტოლიუმი (ვაშინგტონი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპიტოლიუმი

კაპიტოლიუმი (United States Capitol) - შენობა რომელშიც მოთავსებულია აშშ-ის კონგრესი. კაპიტოლიუმი არის ვაშინგტონის ყველაზე მაღალი შენობა, მშენებლობა დაიწყო 1793 წლის 18 სექტემბერს, როდესაც მის საძირკველში პირველი ქვა დადო ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა. შენობა აგებულ იქნა მოყვარული არქიტექტორის უილიამ თორთონის მიერ. კაპიტოლიუმის დღე 18 სექტემბერს აღინიშნება.

კონგრესის პირველი სხდომა ამ შენობაში შედგა 1800 წლის 21 ნოემბერს. შენობაში 540 ოთახია, აქ არის როგორც სენატის, ასევე წარმომადგენელთა პალატის ადგილსამყოფელი. გუმბათის საერთო სიგრძე 89 მ., ხოლო მისი დიამეტრი 11 მეტრია. გუმბათი დგას მძლავრ 36 კოლონაზე (36 კოლონა წარმოადგენდა იმ დროისათვის შტატების რაოდენობას). კაპიტოლიუმის შენობიდან პირდაპირ მიემართება მოლი, რომელიც წააგავს სახელგანთქმულ ელისეს მინდვრებს პარიზში. მოლის მეორე ბოლოში დგას დედაქალაქის მნიშვნელოვანი ორიენტირი - ვაშინგტონის მონუმენტი.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: