სოია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოია

სოია (Glycine) - ბალახოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს რამდენიმე ათეულ სახეობას. ფართოდაა გავრცელებული კულტურული სოია, რომლის სამშობლოც ჩინეთია. იყოფა ოთხ ქვესახეობად: კორეული, მანჯურიული, ჩინური და ინდური. ერთწლოვანი სოიას სიმაღლე 0,2-2 მეტრამდე აღწქევს. პარკი ღია ან მუქი შავია, შიგ არის 2-3 (ან 1-4) ღია ფერის მარცვალი. სინათლისა და ტენის მოყვარულია. კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე (გარდა მჟავე, დაჭაობებული და ბიცობი ნიადაგებისა). სოია ტექნიკური, საკვები და სიდერალური კულტურაა. მარცვალში 24-45% ცილაა, 20-32% - ნახშირწყლები, 13-37% ცხიმი. შეიცავს D, B, E და სხვა ვიტამინებს. საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია იმერული, გურული, ჭიათურის, მოწინავე-7, კოლხიდა-4, ადრეულა-6, სენაკის და სხვა.

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%90"-დან
პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე