ტენესი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტენესი (Tennessee, Tn), შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ჩეროკის ინდიელთა ენაზე „სოფელს“ ნიშნავს. 1757 წელს აქ შეიქმნა ევროპელთა პირველი დასახლებები, 1796-დან აშშ-ს შტატია. 1861-1866 წლებში კონფედერაციის წევრი იყო.
გეოგრაფია[რედაქტირება]
ტენესის დედაქალაქია ნეშვილი. მოსახლეობა: 6.5 მილიონი (თეთრი 83 %, აფროამერიკელი 16 %, ლათინურამერიკელი 0,7 %). ტენესის ესაზღვრება ჩრდილოეთით კენტუკი და ვირჯინია, აღმოსავლეთით ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთით ჯორჯია, ალაბამა და მისისიპი, დასავლეთით კი არკანზასი და მისური.
ტენესი აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია აპალაჩის მთის ნაწილი, ხოლო დასავლეთით მდინარე მისისიპით.
განათლება[რედაქტირება]
ტენესიში მოქმედებს ვანდერბილთის უნივერსიტეტი (ვენდი). ტენესის უნივერსიტეტი და ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ფართობი – 107 ათასი.
- ქალაქის მოსახლეობა - 60,4 %.
- ქალაქები – ნეშვილი (დედაქალაქი), 511 ათასი, მემფისი, 597 ათასი, ნოქსვილი, 167 ათასი, ჩატანუგა, 150 ათასი.
- თავისებურებები – ეროვნული პარკი გრეით-სმოუკი, ელვის პრესლის მამული, სამეცნიერო ცენტრები.
|
||||||||||||||
სტატიის