მისისიპი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მისისიპი
მისისიპი და მისი შეანაკადები
მისისიპი და მისი შეანაკადები
დახასიათება
სიგრძე 3,734 კმ
აუზის ფართობი 2,981,076 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე ტბა ინტასკა
ჩაედინება მექსიკის ყურე
ქვეყნები აშშ, კანადა
მისისიპი ახალ ორლეანში

მისისიპი (Mississippi ადგილობრივი ამერიკელების ენაზე ნიშნავს „დიდ მდინარეს”, „წყლების მამას”) — მდინარე აშშ-ში, ერთ-ერთი უდიდესი მდინარე მსოფლიოში. მისი სიგრძეა 3,734 კმ. აუზის ფართობი კი 2,981,076 კმ².

მისისიპი სათავეს იღებს მინესოტას შტატში (ქ. მინეაპოლისი, ქ. სენტ პოლი), კანადის საზღვართან ახლოს და მიედინება აშშ-ის შუაგულში. გაივლის უისკონსინის, აივოვას (ქ. დანევპორტი), ილინოისის, მისურის (ქ. სენტ ლუისი), კენტუკის, ტენესის (ქ. მემფისი), არკანზასის და მისისიპის შტატებს. მდინარის ბოლო მდებარეობს ლუიზიანას (ქ. ბატონ-რუჟი) შტატში, ნიუ-ორლეანის სამხრეთით და ჩაედინება მექსიკის ყურეში, სადაც ქმნის დიდ და ფართო დელტას.

მისისიპის ბევრი შენაკადი აქვს. მისი აუზი მოიცავს აშშ-ის დიდ ნაწილს. მდინარის რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაკადია მდ. მინესოტა, მდ. უისკონსინი, მდ. ილინოისი, მდ. მისური, მდ. ოჰაიო, მდ. არკანზასი.

მისისიპი, აშშ-ის ისტორიაში, ტრანსპორტირების საშუალების უდიდეს როლს ასრულებდა. როდესაც აშშ-მა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მდინარე მისისიპიზე აშშ-ის დასავლეთ საზღვარი გადიოდა.

მისისიპის ბინადრებს დიდ საფრთხეს უქმნის ქიმიკატები, რომელებიც ფერმებიდან ჩაედინება მდინარეში და მის შენაკადებში და რომლებიც შემდეგ მექსიკის ყურეში გროვდება.

მდინარე საზრდოობს წვიმის წყლით და თოვლის ნადნობით. გაზაფხულ-ზაფხულში ხშირია წყლის მატება. კატასტროფული წყალდიდობები იყო 1844, 1093, 1913, 1927, 1937, 1947, 1951, 1952 და 1965 წლებში. დაბალ დინებაში აშენებულია ჰიდროტექნიკური დამბები, მაგრამ ხანდახან მათაც არ შეუძლიათ დაიცვან მდინარესთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა წყალდიდობისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მისისისიპი სათავესთან, ინტასკის ტბიდან გამოსვლის ადგილას


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: