საპრეზიდენტო რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლურჯი –საპრეზიდენტო რესპუბლიკები, ყვითელი –ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკები, ღია მწვანე –ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი

საპრეზიდენტოა რესპუბლიკა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური იმავდროულად მთავრობის მეთაურიცაა (მაგალითად აშშ). აქ აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევა ხდება საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად.

ნახევრად– საპრეზიდენტოა სისტემა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს სისტემა განსხვავდება საპრეზიდენტო სისტემისგან იმით, რომ აქ არსებობს აღმასრულებელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გარკვეულწილად პასუხისმგებელია საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე. პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ძალაუფლების განაწილების სისტემა ძლიერ მერყეობს ქვეყნებს შორის. ხშირად ის არ არის გაწერილი კონსტიტუციაში და ყალიბდება პოლიტიკური შეთანხმების სახით, როგორც ეს გვხვდება მაგალითად საფრანგეთის შემთხვევაში, სადაც პრეზიდენტი პასუხს აგებს საგარეო პოლიტიკაზე, ხოლო პრემიერ-მინისტრი – საშინაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]