ბობ დილანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბობ დილანი
ბობ დილანი 2010 წელს აზკენას როკ-ფესტივალში
ბობ დილანი 2010 წელს აზკენას როკ-ფესტივალში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტ ალენ ციმერმანი
მეტსახელი ელსტონ განი, ტედჰემ პორტერჰაუსი, ბრმა ბიჭუნა გრანტი, ბობ ლენდი, იღბლიანი უილბერი, ბუ უილბერი, ელმერ ჯონსონი, სერგეი პეტროვი, ჯეკ ფროსტი, ჯეკ ფეიტი, რობერტ მილკვუდ თომასი
დაბ. თარიღი 24 მაისი, 1941
წარმოშობა დულუთა, მინესოტა, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა, ფოლკ როკი, ხალხური მუსიკა, ბლუზი, ქანთრი, გოსპელი
საქმიანობა სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, ვოკალისტი, პოეტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, ჰარმონიკა, კლავიშიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო
აქტიური 1961–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia, Asylum
ასოციაციები The Band
Traveling Wilburys
საიტი bobdylan.com

ბობ დილანი (ინგლ. Bob Dylan, ნამდვილი სახელი - რობერტ ალენ ციმერმანი, Robert Allen Zimmerman; დ. 24 მაისი, 1941, დულუთა, აშშ) — ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი.

ბობ დილანი რუსეთიდან ევროპაში წასული ემიგრანტების შვილიშვილია. იგი დაიბადა 1941 წლის 24 მაისს ქალაქ დულუთაში (მინესოტას შტატი), სადაც მისი მამა, აბე, მუშაობდა კომპანია სტანდარტ ”Oil”-ში. 1947 წელს ბობის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სხვა პატარა ქალაქ ჰიბინგში. აქ გაატარა პატარა ბიჭმა თავისი ბავშვობა, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა და რომელიც არანაირად არ მიანიშნებდა მომავალ ბრწყინვალე კარიერაზე.

დაახლოებით 10 წლის რობერტმა დაიწყო ლექსების წერა და ამავე დროს გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა. მასზე გავლენა მოახდინა ელვის პრესლიმ, ჯერი ლი ლიუისმა და ადრეული როკენროლის სხვა ვარსკვლავებმა, რის შედეგადაც, რობერტმა დაიწყო თავისი პირველი სამოყვარულო ჯგუფების შექმნა. მისი სკოლის 1959 წლის წიგნში, გრაფაში “თქვენი მიზანი” რობერტმა ჩაწერა „ლიტლ რიჩარდთან ერთად დაკვრა“.

1961 წლის ბოლოსთვის დილანის სახელი თანდათან სცდება ფოლკ-შემსრულებელთა ვიწრო წრის ფარგლებს. კრიტიკოსმა რობერტ შელტონმა, რომელიც დაესწრო ერთ-ერთ საღამოს და მოისმინა ბობის გამოსვლა, ნიუ-იორქ თაიმსში დაბეჭდა სტატია, სადაც წერს, რომ იგი “მოხიბლულია ბობის ნიჭით”. ერთი თვის შემდეგ “Columbia Records”-ი დილანთან აფორმებს კონტრაქტს და ბობი იწყებს თავისი პირველი ალბომის მზადებას. შედეგად, 1962 წელს, გამოვიდა ბობ დილანის სადებიუტო ალბომი.

1963 წელს გამოშვებულ მეორე ალბომში, “The Freewheelin' Bob Dylan”-ში, იყო 2 სიმღერა, რომელმაც მყარად დაიკავა ადგილი 60-იანი წლების ბევრი ფოლკ-შემსრულებლის რეპერტუარში (მაგ.: “Blowin' In The Wind” და “A Hard Rain's A-Gonna Fall”).

1965 წელს დილანი მუშაობს სტუდიაში ჯგუფთან, რომელიც შედგება 9 მუსიკოსისგან. ამ მუშაობის შედეგად ჩნდება “Bringing It All Back Home”, რომელიც შედგება მკვეთრი და გულახდილი სიმღერებისგან. ასევე ალბომი “Blood On The Tracks”, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა, სერიოზულ და გულშიჩამწვდომ ნაშრომს თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიაში.

მას შემდეგ, რაც დილანმა მიიღო ქრისტიანობა, მან გამოუშვა ალბომი “Slow Train Coming”, რომელიც კრიტიკოსებისთვის მოულოდნელად კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და მესამე ადგილამდე აიწია. ბოლო ათწლეულის სტუდიურ ნაშრომებს შორის ხანდახან გაიელვებს გენიალურობის გამონასხივები, მაგრამ ბობ დილანის საუკეთესო ალბომებთან თანაბარ დონეზე დგომის პრეტენდენტად ალბათ მხოლოდ “Oh Mercy” თუ შეიძლება, რომ ჩაითვალოს.

1997 წლის დასაწყისში თაყვანისმცემლებს, რომლებიც ცხოვრებას ბობ დილანის მომდევნო აღმოცენების მოლოდინში ატარებდნენ, ოპტიმიზმისთვის საფუძვლიანი მიზეზი მიეცათ. ცნობილმა მუსიკოსმა ჯიმ დიკინსონმა მემფისის ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოისმინა ბობის რამდენიმე ახალი ჩანაწერი, რომელიც მან შექმნა მაშინ, როდესაც ძლიერი დიდთოვლობის გამო იძულებით იყო გამოკეტილი თავის სახლში მინესოტაში. დიკინსონის თქმით, ერთ-ერთი კომპოზიცია, რომლის ხანგრძლივობაც 17 წუთია, იმდენად კარგია, რომ “მისთვის წარმოუდგენელია, რომ იგი მალე ჰიტი არ გახდეს”. ჩვიდმეტწუთიანი თემა მალე მართლაც გადაიქცა “Highlands”-ად, ერთ-ერთ სიმღერად სექტემბერში გამოშვებული ალბომიდან “Time Out Of Mind”, რომელიც გახდა კრიტიკოსების მიერ ნაქები და დილანისთვის ბოლო ათწლეულის პირველი ოქროს ალბომი.

2000 წლის სექტემბერში რომის პაპის, იოანე პავლე II თხოვნით, ბობმა კონცერტი გამართა რომში. დეკემბერში კი დილანი გახდა ერთ-ერთი იმ 5 ადამიანიდან, რომელთაც წილად ხვდათ ყველაზე გამორჩეული ჯილდო კენედის ცენტრის ჯილდო, რომელსაც ამერიკაში ანიჭებენ საუკეთესო საშემსრულებლო საქმიანობისთვის.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბობ დილანის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: