ფედერაციული სახელმწიფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსოფლიოს ფედერაციული სახელმწიფოები

ფედერაციული სახელმწიფო (ლათ. foedus – შეთანხმება) – წარმოადგენს ნაწილობრივი თვითმმართველობის უფლების მქონე სახელმწიფოებისა ან რეგიონების კავშირს, რომელთაც აერთიანებს ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლება. ფედერაციაში შემავალი სახელმწიფოების თვითმმართველობის სტატუსი, ჩვეულებრივ კონსტიტუციურადაა გაფორმებული და მისი შეცვლა ცენტრალური ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლებელია. ფედერაციის ტიპური მაგალითია გერმანია, რომლის შემადგენლობაშიც შედის 16 მიწა. ფედერაციების დაარსება ხშირად ხდება რამდენიმე სუვერენულ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. იგულისხმება, რომ კონფედერაცია სტრუქტურულად იგივეა, რაც ფედერაცია. ოღონდ, ფედერაციისგან განსხვავებით, კონფედერაციას გააჩნია უფრო სუსტი ცენტრალური ხელისუფლება.

წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით ფედერაციას უწოდებენ ისეთ სახელმწიფოს რომელიც დაყოფილია ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ავტონომიებად და შეზღუდული უფლებით აღჭურვილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს წარმოადგენენ. რომლის შედეგადაც მიიღება ერთი ახალი თვისობრივი სახელმწიფო. ფედერაციის სუბიექტებს არ გააჩნიათ სუვერენიტეტი, მაგრამ სარგებლობენ დამოუკიდებლობით ადგილობრივი მმართველობის კუთხით. ფედერაციის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანო, სასამართლოს ხელისუფლება და სხვა სახელმწიფო ორგანოები.

ფედერალური სახელმწიფო იცნობს ორმაგ მოქალაქეობას: ფედერაციის სუბიექტის მოქალაქეობა და ერთიანი ფედერაციის მოქალაქეობა. ფედერაციის სუბიექტებს აქვთ ტერიტორია, რაც არ შეიძლება შეიცვალოს ამ სუბიექტის ტანხმობის გარეშე. ფედერაციის სუბიექტებს არ აქვთ სეცესიის უფლება.

ისტორიულად, ფედერაციული სახელმწიფოების შექმნის ორი გზა არსებობს: სახელშეკრულებო და კონსტიტუციური.

ფედერალური ხელისუფლების ორგანიზების ნიშნების შესაბამისად გამოიყოფა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფედერაციები. ეროვნულ-სახელმწიფოებრივია ფედერაცია, სადაც მრავალეროვან სახელმწიფოში შემავალ ერებს საკუთარი სუვერენული უფლებები გადაცემული აქვთ სახელმწიფოსთვის. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფედერაციის საფუძვლებია ეკონომიკური, გეოგრაფიული, კულტურული, ენობრივი ფაქტორები.

სიმეტრიულია ფედერაცია, რომელშიც ფედერაციის სუბიექტები თანაბარი უფლებებით არიან აღჭურვილნი. ასიმეტრიული ფედერაციის შემადგენელ ნაწილებს კი განსხვავებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი აქვთ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დემოკრატია და მოქალაქეობა, რედ. ზვიად მიმინოშვილი; გვ. 82-83 — თბილისი, 2011; ISBN 978-9941-0-3667-5