ეს მშვენიერი ცხოვრებაა (1946 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ეს მშვენიერი ცხოვრება (1946 წლის ფილმი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეს მშვენიერი ცხოვრება
დამდგმელი რეჟისორი ფრენკ კაპრა
პროდიუსერი ფრენკ კაპრა
სცენარის ავტორი ფრანსის გუდრიხი, ალბერტ ჰაკეტი, ჯო სუერლინგი
ნაწარმოები უდიდესი საჩუქარი, ავტორი:
ფილიპ ვან დერ სტორნი
როლებში ჯეიმზ სტიუარტი, დონა რიდი
მუსიკა დიმიტრი ტიომკინი
ოპერატორი ჯოზეფ უოკერი
მონტაჟი უილიმ ჰორნბეკი
კინოსტუდია Liberty Films
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
გამოსვლის თარიღი 20 დეკემბერი, 1946
ხანგრძლივობა 130 წუთი
ქვეყანა აშშ,
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $3,18 მლნ
შემოსავალი $3 300 000
IMDb პროფილი

ეს მშვენიერი ცხოვრებაა“ (ინგლ. It's a Wonderful Life) — ფრენკ კაპრას 1946 წლის საშობაო ფილმი. კაპრამ ფილმისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ჯორჯ ბეილი ცხოვრობს ქალაქ ბელფორდ ფოლსში და ფლობს საკრედიტო კომპანიას. ის პატიოსანი ადამიანი და მოსიყვარულე მშობელი და მამაა. ფინანსური გაჭირვების გამო ჯორჯი თავის მოკვლას აპირებს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც მზადაა, სიცოცხლეს შეელიოს, ანგელოზის დახმარება სჭირდება. ზეციდან მის გადასარჩენად კლარენსს მიავლენენ. კლარენსი იმ მომენტში ერთადერთი თავისუფალი ანგელოზია, მაგრამ კლარენსს ფრთები არ აქვს. ის მეორე კლასის ანგელოზია და ჯერ ფრთების მიღება ვერ დაიმსახურა. კლარენსს პირდებიან, რომ თუ ჯორჯს თვითმკვლელობისგან იხსნის, ფრთებს მისცემენ. კლარენს ცოტა დრო აქვს, ამიტომ ის ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯორჯს იმ სამყაროს აჩვენებს, სადაც ის ცხოვრობს. ვალებში ჩავარდნილ და სასოწარკვეთილ ჯორჯს საბოლოოდ მთელი ქალაქი ეხმარება გადარჩენაში.

როლებში[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]