ყინულის ჰოკეი
საერთაშორისო მატჩი უნგრეთისა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის |
|
| უმაღლესი ორგანო | IIHF |
|---|---|
| მეტსახელი | „ყველაზე სწრაფი თამაში დედამიწაზე“ |
| პირველი თამაში | მე-19 საუკუნე, კანადა |
| მახასიათებლები | |
| ტიპი | კონტაქტური |
| წევრები | 6 წევრი გუნდში (მეკარის ჩათვლით) |
| შერეული სქესი | კი |
| კატეგორიზაცია | გუნდური სპორტი ზამთრის სპორტი |
| აღჭურვილობა | შაიბა ყვანჭი ციგურები |
| ოლიმპიადა | 1920 1924-დან დღემდე |
| ქვეყანა/რეგიონი | მსოფლიოს მასშტაბით |
ყინულის ჰოკეი — გუნდური სპორტი, რომელსაც თამაშობენ ყინულზე. ყინულის ჰოკეიში ციგურებზე მდგომი მოთამაშის მიზანია ხის ან კომპოზიტური მასალის ყვანჭით მეტოქის კარში გაიტანოს მყარი რეზინის შაიბა. ამერიკასა და კანადაში, სადაც ეს სპორტი ძალიან პოპულარულია, მას იხსენიებენ, როგორც უბრალოდ „ჰოკეი“; თუმცა, სრულ სახელს, „ყინულის ჰოკეი“, იყენებენ უმაღლესი საერთაშორისო ორგანოსა (IIHF) და მისი წევრი ქვეყნების უმეტესობაში. ამ სახელმწიფოებში სიტყვით — ჰოკეი, ძირითადად, მოიხსენიება სპორტის სხვა სახეობები, როგორებიცაა ბალახის და გორგოლაჭებიანი ჰოკეი.
თამაში იმართება ორ გუნდს შორის, რომლებშიც ექვსი (ხუთი მოციგურავე და ერთი მეკარე) მოთამაშეა. გუნდში ჩვეულებრივ ირიცხება ოთხი მოთამაშე თითოეულ შემტევ პოზიციაზე (ცენტრი, მარცხენა შემტევი და მარჯვენა შემტევი), მცველთა სამი წყვილი და ორი მეკარე. თამაშისას თითოეული გუნდის ხუთი მოციგურავე ცდილობს შაიბა გაიტანოს მეტოქის კარში. ყოველ გუნდს ჰყავს ერთი მეკარე, რომლის მიზანია, არ გაუშვას შაიბა საკუთარი გუნდის კარში.
ყინულის ჰოკეი ყველაზე პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკასა (ძირითადად აშშ-სა და კანადაში) და ევროპაში, სადაც საკმარისად ცივა, რათა ბუნებრივად ჩამოყალიბდეს ყინულის მტკიცე ფენა. ჰოკეის ხელოვნური მოედნების მოწყობა თავიდან გართობის მიზნით დაიწყეს. ჩრდილოეთ ამერიკაში ნაციონალური ჰოკეის ლიგა (NHL) მამაკაცთა შორის გამართული უმაღლესი დონის და ყველაზე პოპულარული ჩემპიონატია. ყინულის ჰოკეი სპორტის ეროვნულ სახეობად ითვლება კანადაში,[1] სადაც ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
ჰოკეის პირველი ორგანიზებული შეხვედრა 1875 წლის 3 მარტს კანადის ქალაქ მონრეალში გაიმართა.
ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) 72 წევრი ქვეყნიდან დღემდე გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატების 177 მედლიდან 162 შემდეგ შვიდ ქვეყანას აქვს მოპოვებული: კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ფინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი და აშშ.[2][3] ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გათამაშებული 66 მედლიდან მხოლოდ 6 არ მოუპოვებიათ ამ სახელმწიფოებს. ყველა საერთაშორისო (12 ოლიმპიური და 36 მსოფლიო ჩემპიონატების) მედალი ქალთა შორის აღებული აქვს ამ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთს, ხოლო ოქრო მხოლოდ კანადასა და ამერიკას.[4][5]
ისტორია [რედაქტირება]
ისტორიაში მრავლადაა ყინულიან ზედაპირზე ბურთით თამაშის მაგალითები, რამაც ყინულის ჰოკეის ჩამოყალიბებას დაუდო სათავე. შუა საუკუნეებში და ჰოლანდიის ოქროს ხანაში იჯსკოლფი, კოლვენის მსგავსი თამაში, რომელსაც ყინულის ზედაპირზე თამაშობდნენ, ძალიან პოპულარული იყო ისტორიულ ნიდერლნადში. ამ თამაშს თამაშობდნენ ხის საცემელით (კოლფით), ხის ან ტყავის ბურთით და ორი ძელით (ან ახლომდებარე სამანით), რომელიც სამიზნის ფუნქციას ასრულბდა. მისთვის მოთამაშეებს რაც შეიძლება ცოტა დარტყმით უნდა მოეხვედრებინათ ბურთი. ისლანდიურ თქმულებებში აღნიშნულია, რომ მსგავს თამაშს (კნატლეიკრს) ათასზე მეტი წლის წინ თამაშობდნენ ვიკინგები.
თუმცა, ითვლება, რომ თანამედროვე ყინულის ჰოკეი განვითარდა XIX საუკუნის კანადაში, ღია ცის ქვეშ ჯოხით და ბურთით სათამაშებელი თამაშებიდან, რომლებიც მორგებული იყო ყინულოვან გარემოს. არის ვარაუდი, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები და იმიგრანტები (მკვიდრი მოსახლეების თამაშების გავლენით) მსგავს თამაშს ციგურებზე შემდგარნი (ხშირად შაიბითაც) მიკმაკის ტომის ჯოხებით თამაშობდნენ ახალ შოტლანდიაში. სხვა თეორეის მიხედვით, ყინულის ჰოკეი ჩამოაყალიბეს ისლანდიელმა იმიგრანტებმა, კნატლეიკრის გარემოსთან მორგებით. აშშ-სა და კანადაში ემიგრანტები ისლანდიიდან 1875 წლის ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ წავიდნენ. ისლანდიელი ემიგრანტებმა კანადის სახელით ითამაშეს 1920 ზამთრის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ოქროს მედალი მოიპოვეს.[6]
კანადის მკვიდრი მოსახლეობის ზეპირ გადმოცემებში მოიხსენიება მსგავსი თამაში, რომელიც ჯოხით ითამაშებოდა მიკმაკის ტომში, აღმოსავლეთ კანადაში, ხოლო კანადელი მღვდელი და მისიონერი, სილას ტერტიუს რენდი თავის „მიკმაკის ლეგენდებში“ აღწერს თამაშს, რომელსაც ადგილობრივები ტუადიჯიკის უწოდებდნენ. რენდი, ასევე, მოგვითხრობს სხვა თამაშზე, რომელიც ჰარლით ითამაშებოდა (რომელიც, ალბათ ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ გავრცელდა), ამ თამაშს ვოლჩამაადიჯიკი ერქვა.[7]
ბურთით და ჯოხით სათამაშო სპორტები წინა-ქრისტიანული ხანიდან მოდის. ევროპაში ასეთი თამაშებია: ირლანდიური ჰარლინგი, შოტლანდიური შინტი და ბალახის ჰოკეის მსგავსი სხვა თამაშები. ევროპელმა ემიგრანტებმა ეს თამაშები კანადაში შეიტანეს და მოარგეს ადილობრივ გარემოს.
XIX საუკუნის დასაწყისის ნახატებში გამოსახულია შინი, ყინულის ჰოკეის ადრეული ფორმა, რომელსაც არ გააჩნდა სტანდარტული წესები და მოთამაშეთა რაოდენობა ხშირად ძალიან ბევრი იყო. შინის თამაშობდნენ წმინდა ლავრენტის მდინარეზე მონრეალში, კვებეკში, კინგსტონსა და ოტავაში.[8] დღესდღეისობით, შინი ქუჩის ჰოკეისთან ერთად ძალიან პოპულარულია კანადაში.
1825 წელს, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ოფიცერი, ჯონ ფრანკლინი დიდი დათვის ტბაზე არქტიკული ექსპედიციისას წერს:
|
„თამაში ჰოკეი ყინულზე იყო დილით სათამაშო სპორტი“
|
1830-იანი წლების აკვარელში შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ნიუ-ბრანსუიკის ლეიტენანტი არჩიბალდ კემპბელი და მისი ოჯახის წევრები ბრიტანელ ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ყინულზე ციგურებზე მდგომნი თამაშობენ. კაპიტანი ლავინი, ბრიტანეთის არმიის ოფიცერი, ნიუ-ბრანსუიკში კემპბელებთან ყოფნის დროს, წერს „ჰოკეი ყინულზე“–ს შესახებ, რომელსაც ჩიპეუას ნაკადულზე (მდინარე ნიაგარას შენაკადი) თამაშობდნენ 1839 წელს. 1843 წელს ბრიტანეთის არმიის სხვა ოფიცერი კინგსტონში, ონტარიოში წერს:
|
„დაიწყო ციგურებით სრიალი წელს, უმჯობესდება სწრაფად და მოაქვს დიდი მხიარულება ჰოკეის ყინულზე.[9]“
|
1859 წელს ბოსტონის საღამოს გაზეთის ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილი სტატია ეხება ჰალიფაქსში გამართულ ადრეული ყინულის ჰოკეის თამაშს.
ბრიტანელი პოლიტიკოსი, ტომას ჩენდლერ ჰალიბარტონი თავის ნაშრომში ატაშე: ნაწილი მეორე (გამოიცა 1844 წელს) იხსენებს ახალი შოტლანდიის პროვინციის ქალაქ უინძორის კინგზის კოლეჯის მოსწავლეებს, რომლებიც „თამაშობდნენ ჰარლით ყინულის დიდ ტბორზე“, როდესაც ის სტუდენტი იყო იქ, 1810 წელს და უფრო ადრე.[7][10] ჰალიბარტონის ნაშრომზე დაყრდნობით ზოგი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ჰოკეის გამოგონების ადგილი სწორედ ახალი შოტლანდიის ქალაქი უინძორია.[11] სხვები კი თვლიან, რომ ყინულის ჰოკეი ჩამოყალიბდა იმ თამაშებიდან, რომლებიც იმართებოდა ჰალიფაქსში.
სახელი [რედაქტირება]
1799 წელს უილიამ პიერ ლე კოკი, ინგლისის ქალაქ ჩეშმში დაწერილ წერილში იწერება:
|
„ახლა მე უნდა აღგიწეროთამაში ჰოკეი. თითოეულ ჩვენგანს აქვს ჯოხი. ჩვენ გვეძლევა საცობი. აქ არის ორი მხარე, ერთი მათგანი ურტყამს მეორესკენ, ხოლო მეორე - პირველისკენ. თუ რომელიმე მხარის საცობმა მიაღწია სასაფლაოს ბოლოს, ეს გამარჯვებაა.[12]“
|
სიტყვა „ჰოკეი“ საუკუნეებით ადრე გამოიყენებოდა. 1363 წელს ინგლისის მეფე, ედუარდ III-ის ბრძანებით გამოცემული დეკლარაცია კრძალავს ზოგიერთ თამაშს:
თანამედროვე ჰოკეი [რედაქტირება]
თანამედროვე ჰოკეის განვითარების მთავარი ცენტრი მონრეალია. 1875 წლის 3 მარტს ღია ცის ქვეშ მდებარე „ვიქტორიას ციცურების მოედანზე“ გაიმართა პირველი ორგანიზებული თამაში ორ ცხრაკაციან გუნდს შორის. შეხვედრაში მონაწილეობას მაკგილის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტიც იღებდა. ამ თამაშისას, ისტორიაში პირველად, ბურთის ნაცვლად გამოიყენეს შაიბა. ამის მიზეზი მისი ყინულზე გაჩერების აუცილებლობა და მაყურებელთა უსაფრთხოება გახდა. კარის სიგრძე იყო 1.8 მეტრი, ხოლო თამაში 60 წუთს გაგრძელდა.
პროფესიული ხანა [რედაქტირება]
აღჭურვილობა [რედაქტირება]
დაზიანებები [რედაქტირება]
თავის ტრავმები [რედაქტირება]
თამაში [რედაქტირება]
გაძევებები [რედაქტირება]
მსაჯები [რედაქტირება]
ტაქტიკა [რედაქტირება]
შეტაკება [რედაქტირება]
შეტევითი ტაქტიკები [რედაქტირება]
მოტყუება [რედაქტირება]
ბრძოლები [რედაქტირება]
პერიოდები და დამატებითი დრო [რედაქტირება]
ქალთა ყინულთა ჰოკეი [რედაქტირება]
თანამედროვე ქალთა ჰოკეი [რედაქტირება]
ტბორის ჰოკეი [რედაქტირება]
საერთაშორისო შეჯიბრებები [რედაქტირება]
ეროვნული ნაკრებები [რედაქტირება]
ლიგები [რედაქტირება]
ყინულის ჰოკეი პოპ-კულტურაში [რედაქტირება]
დასწრების რეკორდები [რედაქტირება]
რეგისტრირებული მოთამაშეების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ National Sports of Canada Act
- ↑ Including former incarnations of them, such as Czechoslovakia or the Soviet Union.
- ↑ Men. Iihf.com. წაკითხვის თარიღი: February 24, 2011.
- ↑ Women. Iihf.com. წაკითხვის თარიღი: February 24, 2011.
- ↑ Women. Iihf.com. წაკითხვის თარიღი: February 24, 2011.
- ↑ The Icelandic Emigration. The Icelandic National Broadcasting Service. წაკითხვის თარიღი: March 14, 2012.
- ↑ 7.0 7.1 Dalhousie University (2000). Thomas Raddall Selected Correspondence: An Electronic Edition. Print source: Thomas Raddall Fonds, Correspondence. From Thomas Raddall to Douglas M. Fisher, January 25, 1954. MS-2-202 41.14. Retrieved on May 10, 2009.
- ↑ About Shinny USA. Shinny USA. წაკითხვის თარიღი: October 16, 2011.
- ↑ Hockey night in Kingston. წაკითხვის თარიღი: June 21, 2006.
- ↑ Vaughan, G. (1999). "Quotes Prove Ice Hockey's Origin. " Birthplace of Hockey. Retrieved on: May 10, 2009.
- ↑ Vaughan, Garth (1996). The Puck Stops Here: The origin of Canada's great winter game. Fredericton: Goose Lane Editions, გვ. 23.
- ↑ Giden, Carl (2010). Stick and Ball Game Timeline. Society for International Hockey Research.