აშშ-ის სენატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Senate cap.PNG
სენატის სხდომათა დარბაზი

აშშ-ის სენატი (ინგ. the United States Senate) არის აშშ-ის კონგრესის ორი პალატიდან ერთერთი. კონგრესის მეორე პალატაა წარმომადგენელთა პალატა.

აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით სენატში თითოეულ შტატს ჰყავს ორი წარმომადგენელი, რომლებიც აირჩევიან ყოველი შტატიდან ექვსი წლის ვადით. ცალკეულ შტატში არჩევნების ჩატარების დრო და წესები განისაზღვრება შტატის კანონმდებელი კრების და აშშ-ის კონგრესის მიერ. შედეგად ყოველ ორ წელწადში არჩევნები ტარდება სენატის ადგილების დაახლოებით ერთი მესამედის დასაკავებლად.

სენატის პრეზიდენტი არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს.

სენატის წევრების რაოდენობა წარმომადგენელთა პალატის წევრების რაოდენობაზე ნაკლებია და ისინი უფრო ხანგრძლივი ვადით არიან არჩეული. გარდა ამისა სენატს აქვს რამდენიმე ექსკლუზიური უფლება რომელიც წარმომადგენელთა პალატას არ გააჩნია. შესაბამისად სენატი მიიჩნევა აშშ-ის კონგრესის "ზედა პალატად".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]