მიდუეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიდუეი
მშობ. სახელი: ინგლ. Midway

ატოლ მიდუეის ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 28°12′ ჩ. გ. 177°21′ დ. გ. / 28.200° ჩ. გ. 177.350° დ. გ. / 28.200; -177.350
კუნძულთა რაოდენობა 3
მთავარი კუნძული სენდი
ფართობი 6,23 კმ²
უმაღლესი წერტილი 13 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)
მიდუეი — წყნარი ოკეანე
მიდუეი

მიდუეი (ინგლ. Midway) — მარჯნის ატოლი წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნახევარში, ჰავაის არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში. იგი არის აშშ-ის არაინკორპორირებული არაორგანიზებული დაუსახლებელი ტერიტორია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლ მიდუეის რუკა.

წარმოქმნილია დაშლილი ვულკანის ბაზალტურ საფუძველზე. ატოლის ლაგუნაში რამდენიმე პატარა კუნძულია (მათ შორის უდიდესია სენდი, ისტერნი, სპიტი რომელთა ფართობია 6,23 კმ²). ყველაზე დიდი სიმაღლე ზღვის დონიდან — 13 მეტრი. კლიმატი სუბტროპიკული. მიდუეი აშშ-ისა და აზიის ქვეყნებს შორის საჰაერო გზის შუალედური ბაზაა. კუნძულ სენდზეა ტრანსწყნაროკეანური კაბელის სადგური, აეროდრომი, შუქურა.

კუნძული ფართობი,
კმ²
1 სენდი 4,86
2 ისტერნი 1,35
3 სპიტი 0,02
მიდუეი 6,23
ლაგუნა 60

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები აღმოაჩინა ამერიკელმა კაპიტანმა ბრუკსმა 1859 წელს და მას დაერქვა „ბრუკსის კუნძულები“. 1867 წლიდან იგი ოფიციალურად ეკუთვნის აშშ-ს. თავისი სახელი (ინგლ. Midway — გზის შუალედი) ატოლმა მიიღო იმიტომ, რომ მდებარეობს შუა გზაზე კალიფორნიასა და იაპონიას შორის.

პირველი მაცხოვრებლები გამოჩნდნენ 1903 წლიდან, როდესაც გაყავდათ ტრანსწყნაროკეანური ტელეგრაფის კაბელი. 1935-იდან 1947 წლამდე იყო საწვავის შევსების პუნქტი საკონტინენტთაშორისო ავიაგადაფრენებისთვის.

1941 წლიდან 1993 წლამდე ატოლზე განლაგებული იყო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა.

მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წლის 4-6 ივნისს მიდუეისთან ახლოს გაიმართა ბრძოლა იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის. იაპონელებს განზრახული ჰქონდათ მიდუეიზე ამერიკული ოპერატიული ბაზის ხელში ჩაგდება, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდნენ. იაპონელებმა დაკარგეს 4 ავიამზიდი, 1 კრეისერი და 253 თვითმფრინავი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ამერიკელებმა დაკარგეს 1 ავიამზიდი, 1 საესკადრო ნაღმოსანი და 150 თვითმფრინავი.

დღეისათვის ატოლს აქვს აშშ-ის ეროვნული ნაკრძალის სტატუსი. საექსპლუატაციო მდგომარეობაშია შენახული ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (2400 მეტრი) და ავიასაწვავის მარაგი — თვითმფრინავების ექსტრემალური დაშვების შემთხვევისათვის.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს 2006 წლიდან. 1940-1970 წლებში დროებითი მოსახლეობის რაოდენობა (ბაზის პერსონალი) შეადგენდა 2000 ადამიანს. დღეისათვის მიდუეიზე ცხოვრობს ნაკრძალის დაახლოებით 40 მორიგე თანამშრომელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]