ვიქსიკონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვიკილექსიკონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ლოგო ვიქსიკონის პროექტებს შორის ყველაზე გავრცელებული, ე. წ. კლასიკური ლოგოს მაგალითია.
ე. წ. ფილებიანი ლოგო, რომელსაც ფრანგული, ჩინური, ნიდერლანდური, ბერძნული, იტალიური, სპარსული, თურქული და სხვა რამდენიმე ვიქსიკონი გამოიყენებს.

ვიქსიკონი — ვიკიმედიის ერთ-ერთი პროექტი, თავისუფალი, მრავალენოვანი ლექსიკონი, თეზაურუსი. ვიქსიკონი აერთიანებს გრამატიკულ, განმარტებით, ეტიმოლოგიურს, მრავალენოვან ლექსიკონებსა და თეზისებს. პირველი ვიქსიკონი, რომელიც ინტერნეტსივრცეში 2002 წლის 12 დეკემბერს გამოჩნდა, ინგლისურენოვანი იყო; ერთი წლის შემდეგ ინგლისურს დაემატა ვიქსიკონის ფრანგული და პოლონური ვერსიები[1]. დღეისათვის ვიქსიკონი 170 ენაზეა შექმნილი[2]. 2012 წლის 13 აპრილის მონაცემებით ინგლისურ ვიქსიკონში ყველაზე მეტი — 2,959,781 — სტატიაა, ინგლისურის გარდა პირველ ათეულში შედიან ფრანგული, ჩინური, მადაგასკარული, ლიტვური, რუსული, თურქული, პოლონური, ტამილური და ვიეტნამური ვიქსიკონები, თითოეულ მათგანში სტატიების რაოდენობა 200,000-ს აჭარბებს[2].

აღსანიშნავია, რომ ვიქსიკონის სახელწოდება, ვიკიპედიისაგან განსხვავებით, სხვადასხვა ენაზე სხვადასხვაგვარად ჟღერს. სიტყვის პირველი ნაწილი ვიკისთანაა დაკავშირებული, მეორე კი ლექსიკონთან[1]. მაგალითად, ინგლისურენოვანი პროექტის სახელწოდებაა „Wiktionary“, რაც „wiki“-სა და „dictionary“-ის შერწყმას წარმოადგენს, გერმანულად კი ვიქსიკონს „Wikiwörterbuch“ ჰქვია, რაც „Wiki“-სა და „Wörterbuch“-ის (ლექსიკონი) შეერთებითაა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ვიქსიკონს არა აქვს ოფიციალური ლოგო, სტანდარტი, რომელსაც ყველაენოვანი ვიქსიკონი გამოიყენებს. სხვადასხვაენოვან ვიქსიკონში სხვადასხვა ლოგო გამოიყენება. არსებობს ლოგოს არაერთი ვარიანტი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ე. წ. კლასიკური და ფილებიანი ლოგოები. ვიქსიკონის ლოგოს ერთი სტანდარტის შესაქმნელად რამდენიმეჯერ რამდენიმე ტურად ჩატარდა კენჭისყრა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა და ლოგოს პრობლემა ვიქსიკონში დღემდე გადაუჭრელი რჩება[3].

ქართული ვიქსიკონი[რედაქტირება]

ქართული ვიქსიკონი 2011 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით 5,184 სიტყვა-სტატიას შეიცავს და ამ მონაცემით ქართულენოვანი პროექტი 170-ს შორის 66 ადგილს იკავებს[2]. დღეისათვის ვერსია ვიქსიკონის ერთ-ერთ აქტიურ პროექტად ითვლება[4]. ქართულ ვიქსიკონში სიტყვების შეტანა უნიფიცირებულია და ერთი შაბლონური თარგი გამოიყენება ყველა ენის ყველა სიტყვისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვიქსიკონი

სქოლიო[რედაქტირება]