ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
Francis Scott Fitzgerald
დაბ. თარიღი 1896 წლის 24 სექტემბერი
დაბ. ადგილი სენტ-პოლი, მინესოტა
გარდ. თარიღი 1940 წლის 21 დეკემბერი
გარდ. ადგილი ჰოლივუდი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი 1920-1940
ჟანრი მოდერნიზმი
მიმდინარეობა დაკარგული თაობა
Magnum opus „დიდი გეტსბი“ (1925)

ფრენსის სკოტ კეი ფიცჯერალდი (ინგლ. Francis Scott Key Fitzgerald; დ. 24 სექტემბერი, 1896, მინესოტა - გ. 1940, ჰოლივუდი) — ამერიკელი მწერალი. მის შემოქმედებას ეკუთვნის რომანების და მოკლე მოთხრობები. მისი ნამუშევრები მიეკუთვნება „ჯაზის ეპოქას“, ტერმინს, რომელიც მან თვითონ გამოიგონა. ის ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად. ფიცჯერლადი ითვლება 1920-იანი წლების „დაკარგული თაობის“ წევრად. მან დაასრულა ოთხი რომანი: „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „დიდი გეტსბი“. მე-5, დაუსრულებელი რომანი, „ბოლო ტაიკუნის სიყვარული“, გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ. ფიცჯერალდს ასევე დაწერილი აქვს ბევრი მოკლე მოთხრობა.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება]

ფიცჯერალდი სენტ პოლში, მინესოტაში, საშუალო ფენის ირლანდიურ-კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ფიცჯერალდს სახელი მისი ცნობილი ბიძაშვილის, ფრენსის სკოტ კეის პატივსაცემად დაარქვეს. მისი სახელი მისი დის, ლუის სკოტის პატივსაცემადაც დაარქვეს, რომელიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა. 1898-1901 წლები მან სირაკუსში გაატარა, ხოლო 1903-1908 წლები ბაფალოში, ნიუ იორკში, სადაც იგი ნარდინის აკადემიაში სწავლობდა. როდესაც მისი მამა "პროქტერ ენდ გემბელიდან" გამოაგდეს, ოჯახი მინესოტაში დაბრუნდა, სადაც ფიცჯერალდი სენტ-პოლის აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც იგი 1908-1911 წლებში სწავლობდა. მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები - დეტექტიური მოთხრობა - სკოლის გაზეთში გამოქვეყნდა, როდესაც 12 წლის იყო. როდესაც 16-ის იყო, სკოტი სენტ-პოლის აკადემიიდან გამოაგდეს ცუდად სწავლის გამო. მან ნიუმანის მოსამზადებელ სკოლაში ჩააბარა ჰაკენსაკში, ნიუ ჯერსიში. 1911-1912 წლებში მან პრინსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა 1917-იანების კლასში. იგი იქ მომავალ კრიტიკოსსა და მწერალ ედმუნდ უილსონსა (1916-იანების კლასი) და ჯონ პილ ბიშოპს (1917-იანების კლასი) დაუმეგობრდა და პრინსტონის თეატრის კლუბისთვის დაიწყო წერა. ამან ხელი შუწყო მის მიღებას ჩარლზ სკრიბნერის საგამომცემლო სახლში, სადაც ფიცჯერალდი რედაქტორს მოეწონა, მაგრამ წიგნის გამოშვებაზე უარი უთხრა. ცუდმა მოსწავლე ფიცჯერალდმა დატოვა პრინსტონი და ამერიკის ჯარს შეუერთდა I მსოფლიო ომისთვის. ფიცჯერალდის აყვანის შემდეგ ომი მალევე მორჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: