თავისუფლების ქანდაკება
| თავისუფლების ქანდაკება* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ამერიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
| ნომერი | 307 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 307 რუს. • ინგლ. • ფრ. |
თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი (ინგლ. Liberty Enlightening the World; ფრანგ. La liberté éclairant le monde), უკეთ ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება, 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტი, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუძონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.
ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.
1984 წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Statue of Liberty National Monument
- Statue of Liberty at Structurae
- Statue of Liberty-Ellis Island Foundation
- "A Giant's Task – Cleaning Statue of Liberty", Popular Mechanics (February 1932)
|
|||||||||||||||||||||||