ამერიკული ინგლისური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამერიკული ინგლისური (ინგლ. American English, აბრ.: AmE, AE, AmEng, USEng, en-US [1]) - ინგლისური ენის ენობრივი ვარიანტი, მიღებული ეროვნული სტანდარტი ამ ენისა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიებზე. ინგლისური ენა აშშ-ში, ისევე როგორც თავისი გავრცელების სხვა რეგიონებში, ჩრდილოეთ ამერიკაში შემოტანილი იყო ბრიტანელი (უპირატესად ინგლისელი) კოლონისტების მიერ XVII-XVIII სს, რის შემდეგაც სხვადასხვა გარეგნული და შიდა ფაქტორების გავლენის ქვეშ, მასში განვითარდა მთელი რიგი თავისებური თვისებები ყველა ენობრივ დონეებზე. თვითონ აშშ-ში ამერიკული ინგლისური არის მშობლიური ქვეყნის მოსახლეობის 80% პროცენტისთვის და აქვს სტანდარტული, დამკვირდებული საგანმანათლებლო სისტემაში და მედიაში რიგი თვისებები ორთოგრაფიის სფეროში, გრამატიკის და ლექსიკის. მიუხედავად ამისა, ის, ისევე როგორც ინგლისური საერთოდ, არაა განმტკიცებული, ფედერალურ კონსტიტუციაში როგორც აშშ-ის ოფიციალურ ენად, თუმცა ფაქტობრივად არის. ბოლო წლების განმავლობაში ესპანურენოვანი მოსახლეობის ზრდასთან ერთად, გაძლიერდა მოძრაობა მისთვის ოფიციალური სტატუსის მიცემისთვის, რაც უკვე მრავალი შტატის დონეზეა მიღწეული. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სწორედ მნიშვნელოვანი ტერიტორიული და რაოდენობრივი დაფარვა ამერიკული ინგლისური ენისა, გამაგრებული მნიშვნელოვანი აშშ-ის ეკონომიკური რესურსებით, დაეხმარა ინგლისურ ენას მიეღო უფრო ფართო გლობალური მნიშვნელობა და გავლენა სხვა ენობრივ სისტემებზე. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ინგლისური ენა და ანგლიციზმები ნებაყოფლობით ვრცელდება და არა ძალის გამოყენებით.

ორთოგრაფიური ნიშნები[რედაქტირება]

ზოგიერთი განსხვავებანი ამერიკულ და ბრიტანულ ფორმებს შორის:

ამერიკული ფორმა ბრიტანული ფორმა
color, labor ა. შ. colour, labour
traveled, canceled ა. შ. travelled, cancelled
catalog, dialog ა. შ. catalogue, dialogue
theater, center ა. შ. theatre, centre
defense, pretense ა. შ. defence, pretence
organize, analyze ა. შ. organise, analyse
check cheque
program programme

სქოლიო[რედაქტირება]

  1. en-US — ენის კოდი ამერიკული ინგლისურისათვის, გარკვეული სტანდარტებით ISO (იხ. ISO 639-1 და en:ISO 3166-1 alpha-2) და ინტერნეტის სტანდარტებით (იხ. IETF).